LIFE

ცხოვრების ოთხი სტადია: როგორ ავიცილოთ თავიდან წარუმატებელი გადაწყვეტილებები

ცხოვრების ოთხი სტადია: როგორ ავიცილოთ თავიდან წარუმატებელი გადაწყვეტილებები

პირველი სტადია: მიბაძვა

პირველი სტადიის მიზანია - ისწავლო ფუნქციონირება საზოგადოებაში. მშობლები, აღმზრდელები და სხვა უფროსი ადამიანები გვეხმარებიან მივაღწიოთ ამას, გვინერგავენ ფიქრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს. მაგრამ ზოგიერთმა ზრდასრულმა ადამიანებმა თავადაც ვერ ისწავლეს ეს. ამიტომ ვისჯებით სურვილისთვის გვქონდეს საკუთარი აზრი, არ სჯერათ ჩვენი.

ცხოვრების ოთხი სტადია: როგორ ავიცილოთ თავიდან წარუმატებელი გადაწყვეტილებები

თუ გვერდით ასეთი ადამიანები გვყავს, ჩვენ ვერ ვვითარდებით. ვჩერდებით პირველ სტადიაზე, ვცდილობთ ყველას ვასიამოვნოთ, რომ არ განგვსაჯონ. გაიარო პირველი სტადია - ნიშნავს აითვისო გარშემომყოფების სტანდარტები და მოლოდინი, მაგრამ შეძლო იმოქმედო მათ წინააღმდეგ, როცა გრძნობთ, რომ ეს საჭიროა.

მეორე სტადია: თვითშემეცნება

ამ სტადიაზე ჩვენ ვსწავლობთ იმის გაგებას, თუ რა განვასხვავებს სხვებისგან. მეორე ეტაპი შეიცავს ბევრ შეცდომებს, ექსპერიმენტებს. ის გრძელდება მანამ, სანამ არ შევეჩეხებით საკუთარ შეზღუდვებს. შეზღუდვები მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მივყავართ გაგებამდე, რომ ჩვენი დრო უსასრულო არ არის და უნდა დავხარჯოთ ის რაღაც მნიშვნელოვანზე.

ცხოვრების ოთხი სტადია: როგორ ავიცილოთ თავიდან წარუმატებელი გადაწყვეტილებები

თუ შეგიძლიათ რაიმეს კეთება, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ეს უნდა აკეთოთ. თუ მოგწონთ კონკრეტული ადამიანები, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მათთან უნდა იყოთ. თუ ხედავთ ბევრ შესაძლებლობას, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უნდა გამოიყენოთ.

მესამე სტადია: ვალდებულება

მესამე ეტაპი - ნიშნავს კონსოლიდაციისა და დამშვიდობების დროს ყველაფერთან, რაც თქვენს ძალას აღემატება: მეგობრებთან, რომლებიც ხელს გიშლიან და უკან გქაჩავენ, გატაცებებთან, რომლებიც გაკარგვინებენ დროს, ძველ ოცნებებთან, რომლებიც აღარ განხორციელდება. მესამე ეტაპი - თქვენი პოტენციალის მაქსიმალური აღმოჩენის დროა. ეს არის ის, რის გამოც ეყვარებით, პატივს გცემენ და ემახსოვრებით.

ცხოვრების ოთხი სტადია: როგორ ავიცილოთ თავიდან წარუმატებელი გადაწყვეტილებები

ის მთავრდება, როცა ჩნდება ორი რაღაცის შეთავსება: თქვენ გრძნობთ, რომ საკმარისად გააკეთეთ და ეჭვი გეპარებათ, რომ საკუთარ მიღწევებზე რომ მეტს გააკეთებთ, და დაბერდით, დაიღალეთ და ამჩნევთ, რომ ყველაზე მეტად გინდათ იჯდეთ ტერასაზე, წრუპოთ მარტინი და ამოხსნათ კროსვორდები. მათ, ვინც იციკლება მესამე ეტაპზე, არ შეუძლიათ დათმონ საკუთარი ამბიციები და უარი თქვან უფრო მეტისთვის ბრძოლაზე. ეს კი იმით მთავრდება რომ 70-80 წლის ასაკში ვერ ისიამოვნებთ სიმშვიდით და დარჩებით დაუკმაყოფილებლები.

მეოთხე ეტაპი: მემკვიდრეობა

მეოთხე სტადიაზე ცხოვრების მიზანი იმდენად სიახლის სწრაფვაში კი არ მდგომარეობს, რამდენადაც იმაში, რომ უზრუნველყო მიღწევების შენარჩუნებისა და ცოდნის გადაცემის გარანტირება. ეს შეიძლება იყოს ოჯახის მხარდაჭერა, რჩევები ახალგაზრდა კოლეგებს ან ბავშვებს.

ცხოვრების ოთხი სტადია: როგორ ავიცილოთ თავიდან წარუმატებელი გადაწყვეტილებები

ცხოვრების აზრი, რომელსაც მუდმივად ვეძებთ, - ჩვენი ერთადერთი ფსიქოლოგიური დაცვაა წარუმატებლობებისგან და საკუთარი სიკვდილის გარდაუვალობისგან. დაკარგო ეს აზრი ან ხელიდან გაუშვა ის, სანამ იყო საშუალება, - ნიშნავს სამუდამოდ ჩაიქნიო ხელი ბრძოლაზე.



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>