ვისთან არ უნდა გააბათ სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
- 22.06.2017
ვერძი - ამ ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებმა სასიყვარულო ურთიერთობა არ უნდა გააბან თხის რქებთან. ვერძი არის კანონდამრღვევი, ხოლო თხის რქა კანონმდებელი, თქვენ მუდმივად გრძნობთ მისგან კრიტიკას. ის ითხოვს, რომ წესებს დაემორჩილოთ, არ იყოთ სპონტანურები.
კურო - არ უნდა შეხვდეთ მერწყულებს. თქვენ გიყვართ ტრადიციები და წესები, ხოლო მერწყულები ვერ იტანენ ამას და რობოტებად აღგიქვამენ. სასიყვარულო ურთიერთობაში თქვენ თბილი, მოსიყვარულე და რომანტიკული ხართ. მერწულებს კი დიდად არ ხილბლავთ რომანტიკა. სრულიად განსხვავებული ადამიანები ხართ, განსხვავებული მიზნებითა და ინტერესებით.
ტყუპები - არ უნდა გააბათ რომანი მორიელთან. მორიელი ითხოვს რომ იყოთ ორგინალური, ვნებიანი და იდეებით სავსე. მისი ძლიერი ნატურის გამო თქვენ ურთიერთობაში იჩაგრებით. ამიტომ, მათთან სასიყვარულო ურთიერთობაზე სჯობს უარი უნდა თქვათ.
კირჩხიბი - არ უნდა გააბათ ურთიერთობა მშვილდოსანთან. გიჟური ბუნებისა და თავისუფლემისმოყვარე მშვილდოსანი თქვენს მშვიდ ცხოვრებაში ტორნადოს შემოჭრას ჰგავს. თქვენ არ შეგიძლიათ აჰყვეთ მისი ცხოვრების რიტმს. გიჭირთ მშვილდოსნის ხუმრობების გაგება.
ლომი - ლომი არ უნდა შეხვდეთ თევზებს. მეოცნებე თევზები თავიანთ ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრობენ, ლომები კი, მყარად დგანან მიწაზე. ვერ უგებენ თქვენს დეპრესიულ ბუნებას.
ქალწული - ქალწულები არ უნდა შეხვდნენ სასწორებს. თავდაპირველად თქვენი ურთიერთობა შეიძლება სასიამოვნოც კი იყოს, მაგრამ შემდეგ ეს აუტანელი ხდება. სასწორს ყველაფერი გაწერილი აქვს და შედგენილი ცხრილის მიხედვით მოქმედებს და ეს თქვენთვის ძალიან დამღლელია.
სასწორი - არ უნდა შეხვდეთ ქალწულებს. ისინი უმეტესწილად საკუთარ თავზე, თვითგანვითარებაზე ფიქრობენ, არ ღელავენ გარშემომყოფებზე. თქვენ კი გვერდით მზრუნველი ნატურა გჭირდებათ.
მორიელი - ნუ გააბამთ რომანს ტყუპებთან. მათ არ იციან ფლირტის ხელოვნება, ვერ გიწევენ სათანადო პარტნიორობას სექსში და ეს ერთ-ერთი გარდამტეხია რის გამოც თქვენ მათ ვერ შეეწყობით.
მშვილდოსანი - არ გააბათ სასიყვარულო ურთიერთობა კირჩხიბთან. კირჩხიბი შეგიძლიათ მხოლოდ მეგობრების ზონაში დატოვოთ. მათთან მეგობრობა შესანიშნავად გამოგდით, თუმცა როცა საქმე რომანტიკულ ურთიერთობას ეხება, ყველაფერი სხვაგავრადაა. კირჩხიბები თქვენთვის ზედმეტად მოსაწყენები არიან. საშინელი იუმორის გრძნობა აქვთ. თქვენ უბრალოდ არ შეგიძლიათ მათთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.
თხის რქა - მოგიწევთ უარი თქვათ ვერძებთან ცხოვრებაზე. ცხოვრებით ტკბობის მოყვარულ ვერძს ვერ ეგუებით. ცხოვრობთ წესებით და არ გხიბლავთ მათი სპონტანურობა და დაუგეგმავი ცხოვრების წესი. არ მოგწონთ რომ არის ფულის მხარჯველი მაშინ, როცა თქვენ ფულის დაზოგვაზე ხართ ორიენტირებულები.
მერწყული - არ გააბათ სასიყვარულო ურთიერთობა კუროებთან. თქვენ არ შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ სჭირდება მას გაუმეოროთ ხშირად - „მე შენ მიყვარხარ“. ნაკლებად რომანტიკული ხართ, კურო ფაქიზი სულისაა და საოცრად მგრძონიარე თქვენ კი, თქვენ მისი გრძნობები სრულებით არ გაღელვებთ.
თევზები - თქვენ და ლომები ერთმანეთს ვერ ეწყობით. ლომები ნაკლებად რომანტიკულები არიან მაშინ, როცა თქვენ ყველაზე რომანტიკული ზოდიაქოს ნიშანი ხართ. მისი ამპარტავნება და დიდების მოყვარეობა თავს გაბეზრებთ.
თემები: ურთიერთობა, წყვილი, რჩევები, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://www.elle.com">http://www.elle.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია