მარტოხელა ქალების ნაწილს აინტერესებს, სად შეიძლება შეხვდნენ ასევე მარტოხელა კაცებს და როგორ წამოიწყონ ურთიერთობა.

იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზარდოთ შანსები შეხვდეთ ვინმე განსაკუთრებულს პირველ რიგში, თვალები კარგად უნდა გაახილოთ და ზოგჯერ მაინც მოსწყვიტოთ თვალები სმარტფონებს. ისწავლოთ თვალებით კონტაქტი, გაღიმება და მისალმება.

მიმოიხედეთ ირგვლივ და დაინახეთ შესაძლებლობები, რომელიც თქვენ გარშემოა.

გთავაზობთ 10 ადგილს, სადაც დიდი შანსია, რომ მარტოხელა მამაკაცს შეხვდეთ:

1. აეროპორტის ლაუნჯები და მოსაცდელი ადგილები - სჯობს თავი დაანებოთ სმარტფონს, ლეპტოპს, წიგნს და წამოიწყოთ დიალოგი. რა იცით, იქნებ ისაა ის განსაკუთრებული.

2. ენის კურსებზე - სთხოვეთ მომხიბვლელ თანაკურსელ ბიჭს დაგეხმაროთ. მგონი, მარტივია.

3. კინოთეატრში - თუ თქვენ მარტო დადიხართ კინოთეატრში, აუცილებლად აღმოაჩენთ მამაკაცს, რომელიც ასევე მარტო დადის. შეგიძლიათ წამოიწყოთ საუბარი.

4. სპორტულ შეჯიბრებაზე - დიდია შანსი, რომ თქვენ გვერდით უამრავი მარტოხელა მამაკაცი აღმოჩნდეს, რომლებთანაც საერთო ინტერესი - საყვარელი გუნდი, ან სპორტსმენი გექნებათ. ამიტომ, ნუ იტყვით სპორტულ შეჯიბრებებზე წასვლაზე უარს.

5. ზღვის სანაპიროზე, აუზზე - თქვენ უკვე ნახეთ ერთმანეთი საცურაო კოსტიუმში. ახლა დროა მოქმედებაზე გადახვიდეთ. შეიძლება მას ჰქონდეს მზისგან დამცავი კრემი, რომელიც აუცილებლად უნდა სთხოვოთ.

6. სადღესასწაულო წვეულებებზე - ძალიან დიდია შანსი, რომ წვეულებაზე შეხვდეთ მას. შეგიძლიათ გადადგათ პირველი ნაბიჯი და გამოიწვიოთ საცეკვაოდ.

7. ბიბლიოთეკა - საუკეთესო შესაძლებლობაა თვალებით კონტაქტისთვის.

8. ლათინო ამერიკული ცეკვის სამოყვარულო კლუბში - აქ შეიძლება შეხვდეთ მართლაც ვიღაც განსაკუთრებულს.

9. რაიმე საკვების, ან სასმელის ფესტივალზე, მუსიკალურ ფესტივალზე - ფესტივალი საუკეთესო ადგილია კომუნიკაციისთვის, ახალი ადამიანების გასაცნობად და მხიარულებისთვის. დიდია შანსი რომ „მას“ იპოვით.

10. წიგნის მაღაზიაში - აქ შეიძლება ძალიან საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, თანაც მარტივია საუბრის წამოწყება. შეგიძლიათ ჰკითხოთ, რა წაიკითხა ბოლოს და სთხოვოთ შთაბეჭდილებების გაზიარება.