LIFE

დოგა - იოგა ძაღლის თანხლებით

დოგა - იოგა ძაღლის თანხლებით


ყველამ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში იოგა ძალიან პოპულარული გახდა. ადამიანების დიდი ნაწილი განტვირთვისა თუ სპორტული აქტივობისთვის აღმოსავლური ფილოსოფიის ამ მიმართულებას ირჩევს, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როცა იოგას ვარჯიშების შინაური ცხოველის თანხლებით შესრულება გვინდა? სწორედ ეს კითხვა დაუსვეს თავს იოგას ამერიკელმა მიმდევრებმა და პასუხის ძებნაში იოგას ახალი მიმართულება - დოგა შეიქმნა. სახელისთვის კი ორი სიტყვა - DOG - ძაღლი და YOGA - იოგა შეერთდა.

დოგა - იოგა ძაღლის თანხლებით

 
წარმოიდგინეთ, რომ აკეთებთ გაწელვებს, სუნთქვით თუ იოგას სხვა ვარჯიშებს და თან ხელში თქვენი ძაღლი გყავთ ატატებული. აი, სწორედ ეს არის დოგა.

ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში დოგა სულ უფრო პოპულარული ხდება. ცნობილი მსახიობებიც ოთხფეხა მეგობრებთან ერთად სხვადასხვა სავარჯიშოს სიამოვნებით აკეთებენ და თან მედიასთან ასევე სიამოვნებით პოზირებენ.

თუმცა დოგას უკვე კრიტიკოსებიც ბევრი ჰყავს. ცხოველთა ბრიტანელი უფლებადამცველები ამბობენ, რომ დოგა ყველა ძაღლისთვის სასურველი ვერ იქნება, ამიტომ შეიძლება ეს მათი უფლებების დარღვევა იყოს. მართლაც, უნდათ კი ძაღლებს ჰაერში ატაცება ან გაწელვა? 

დოგა - იოგა ძაღლის თანხლებით

დოგას აკრიტიკებენ იოგას სკოლებიც. მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ შინაურ ცხოველებთან ერთად ვარჯიშს იოგასთან საერთო არაფერი აქვს.

ავტორი: თორნიკე გურული