ყველა ადამიანი იტყუება და ყველა ტყუილს აქვს მიზეზი. ფსიქოლოგმა დელა დე პაულომ ადამიანებზე დაკვირვების შედეგად ტყუილის ფსიქოლოგია შეისწავლა და გამოყო ის ძირითადი მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანები გვატყუებენ.
ადამიანი შეიძლება სხვადასხვა მიზეზებით იტყუებოდეს. შეიძლება მას სხვაგვარად უბრალოდ არ შეუძლია, ან ტყუილი მისთვის ერთგვარად თავდაცვის საშუალებაა, ან თქვენს დაცვას ცდილობენ და მწარე სიმართლის ნაცვლად გატყუებენ.
გთავაზობთ მიზეზებს - რის გამო შეიძლება ადამიანები გატყუებდნენ:
1. სარგებლობთ საზოგადოებაში პატივისცემით, თქვენგან ყოველთვის საუკეთესოს ელიან და განსაკუთრებული სხვებისთვის - ყველას გვყავს ცხოვრებაში ადამიანი რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მათ მიმართ მაღალი მოლოდინი გვაქვს. მათ იციან, რომ ჩვენ მათზე ვდარდობთ და მათგან ყოველთვის საუკეთესოს ველოდებით. ადამიანებს არ სურთ რეპუტაციის შელახვა თქვენს თვალში და როდესაც აკეთებენ ისეთ რამეს, რაც არც ისე საამაყოა, ცდილობენ თქვენს მოტყუებას.
2. გაქვთ მაღალი მორალური სტანდარტი - ადამიანებს აქვთ მაღალი მორალური სტანდარტი, განსაკუთრებით ეს მშოლებს ეხება. ისინი ხშირად გვესაუბრებიან, როგორია სწორი საქციელი და თუ რაიმეს ისეთს ჩავიდენთ, რაც მათ მორალურ სტანდარტებს არ შეესაბამება, ვცდილობთ მოვატყუოთ.
3. მომხიბვლელობა, არა მარტო ფიზიკური - ყველა ჩვენგანს გვაქვს რაღაც განსაკუთრებული, რომლითაც სხვა ადამიანების მოხიბვლა შეგვიძლია. როცა სხვა ადამიანები თქვენით აღფრთოვანებულები არიან, მათ ხშირად სურთ, რომ თავადაც მოახდინონ თქვენზე შთაბეჭდილება, ამიტომაც იტყუებიან და ყვებიან ისეთ ისტორიებს, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება.
4. თქვენი სტატუსი და ძალა - თქვენ შეიძლება საზოგადოებაში მაღალი სტატუსით სარგებლობთ და გაქვთ ძალაუფლება. შეიძლება ხართ ვიღაცის უფროსი, ხართ გავლენიანი ადამიანი. შესაძლოა, ამან ადამიანებს თქვენი მოტყუებისკენ უბიძგოს, რათა თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინოს.
5. ემოციური ადამიანი ხართ - ზოგიერთი ადამიანი საშიშია, ყველანაირ შეცდომაზე სხვებს ეჩჩხუბება. ამიტომ მისი ეშინიათ და ცდილობენ შეცდომის გამოაშკარავების ნაცვლად, იცრუონ, კონფლიქტს გაურბიან და მალავენ სიმართლეს.
6. თქვენ არ გსურთ იცოდეთ სიმართლე - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ სურთ მწარე სიმართლის გაგება, თავს არიდებენ ყოველთვის ამას და მის გარშემომყოფი ადამიანებიც უბრალოდ იძულებულნი არიან, რომ მათ სიმართლე დაუმალონ.
7. თქვენ აჩვენებთ სხვებს მაგალითს იმისას, რომ ჭეშმარიტი სიმართლე არასოდეს უნდა თქვან - თუ განეკუთვნებით იმ ადამიანთა კატეგორიას,რომლებიცმიიჩნევენ, რომ სიმართლე ბოლომდე არასოდეს უნდა თქვან, დიდი ალბათობით გარშემომყოფები ყოველთვის მოგატყუებენ.
თემები: ურთიერთობა, ქალები, ტყუილი, რჩევები
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია