LIFE

10 ვარსკვლავი, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

10 ვარსკვლავი, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

10. შერონ სტოუნი

90-იანი წლების სექსსიმბოლომ კლინიკური სიკვდილი საკუთარ თავზე გამოსცადა. მიზეზი ტვინის ანევრიზმის შეტევა გახლდათ. ოპერაციის შემდეგ მსახიობს მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, თუმცა 5 წლიანი შესვენების შემდეგ ის ღირსეულად დაუბრუნდა კინოს და „ძირითადი ინსტიქტი 2“-ში მთავარი როლი შეასრულა. მას შემდეგ, შერონმა იმ ადამიანების დახმარება გადაწყვიტა ვინც მსგავსი დაავადების მატარებელია. რის გამოც, 2013 წელს ნობელი პრემია გადასცეს.

10 ვარსკვლავი, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

9. მაიკლ ჯეი ფოქსი

ცნობილ მსახიობს 1991 წელს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ, რაც ეს სამწუხარო ამბავი გაიგო 5-ჯერ მოიპოვა Emmy-ის და ასევე სხვა მრავალი ჯილდო.

მისი მთავარი მიზანი ცხოვრებაში გახდა დაეხმაროს დაავადებასთან ბრძოლაში ადამიანებს და ამისთვის ფონდიც დაარსა. ფონდის კაპიტალი 450 მილიონი დოლარია, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს კვლევა პარკინსონის დაავადების გამომწვევი მიზეზის აღმოჩენის გზებზე.

10 ვარსკვლავი, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

8. ჯულია რობერტსი

მსახიობი წლებია რაც ველგორფის დაავადებას ებრძვის. უმნიშვნელო ნაკაწრიც კი შეიძლება ჯულიას ცხოვრებაში საბედისწერო აღმოჩნდეს, რადგან შეიძლება ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს. მიუხედავად ასეთი მძიმე დაავადებისა მსახიობი სამი შვილის დედაა და წარმატებულად აგრძელებს კარიერას.

10 ვარსკვლავი, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

7. ბენ სტილერი

ცნობილ კომიკოსს პროსტატის კიბოს დიაგნოზი 2014 წელს დაუსვეს. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის კურსიც დასჭირდა, რის შემდეგაც სრულიად განიკურნა. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ დაავადება სტილერმა ადრეულ ეტაპზე გაიგო. მას შემდეგ კიბოს კვლევისა და პაციენტების მხარდამჭერ დაახლოებით 25-მდე ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და ფინანსურად ეხმარება.

10 ვარსკვლავი, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

6. ტონი ბრექსტონი

მომღერალი წარმატებული კარიერის პარალელურად წითელ მგლურას ებრძვის. ეს დაავადება იმუნურ სისტემას ძალიან აქვეითებს და ორგანიზმს აუძლურებს. ბრექსტონს ამის გამო კარიერა არ მიუტოვებია და წარმატებულად აგრძელებს, თუმცა მკურნალობის პარალელურად, რაც უამრავ სამედიცინო კურსს და ფსიქოლოგიურ დახმარებას გადის.

10 ვარსკვლავი, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

5. დენიელ რედკლიფი

„ჰარი პოტერის“ მთავარი გმირი საკმაოდ იშვიათი სენით იტანჯება. დისპრაქსია - ასე ჰქვია ავადმყოფობას, რომელიც კუნთების მოშლილობას იწვევს. ამ დროს ადამიანს უჭირს მიზანმიმართული მოქმედება, ფიზიკური და ინტელექტუალური სამუშაოს შესრულება, ასევე ახალი ენის ან პროფესიის შესწავლა.

10 ვარსკვლავი, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

4. ლედი გაგა

გულის წასვლის, თავის ტკივილების და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ლედი გაგამ ექიმს მიაკითხა. მომღერალს დიაგნოზი წითელი მგლურა დაუსვეს, რომელიც მას დედისგან მემკვიდრეობით გადმოეცა. 19 წლის იყო მომღერალი, როდესაც დედა მგლურით დაეღუპა. ამ დაავადების დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა მისი საკუთარი უჯრედების ანტისხეულებს წარმოქმნის, რაც კანის, კუნთებისა და სახსრების, გულსისხლძარღვების, ნერვული სისტემისა და სხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს.

10 ვარსკვლავი, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

3. მაიკლ ს. ჰოლი

ტელესერიალ „დექსტერის“ მთავარი გმირი მაიკლ ს. ჰოლი ლიმფომით იყო დაავადებული. დიაგნოზის დასმის დროს დაავადება რემისიაში იყო, რამდენიმე თვის შემდეგ მსახიობი სრულებით გამოჯანმრთელდა.

10 ვარსკვლავი, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

2. კაილი მინოუგი

2005 წელს 36 წლის ავსტრალიელი მომღერალს ევროპაში გასტროლებზე ყოფნისას ექიმებმა მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. კაილიმ ტურნე მაშინვე შეწყვიტა და ოპერაციასა და ქიმიოთერაპიისთვის მზადება დაიწყო. მომღერლის თაყვანისმცემლებმა, მხარდაჭერის ნიშნად, ბილეთების ჩაბარებაზე უარი თქვეს. წელიწად-ნახევრის შემდეგ, სრულიად ჯანმრთელმა კაილიმ მსოფლიოს ქალებს თხოვნით მიმართა, რომ სარძევე ჯირკვლები რეგულარულად შეიმოწმონ. 

10 ვარსკვლავი, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

1. ჰიუ ჯეკმანი

2013 წელს უნიჭიერს მსახიობს კანის კობოს დიაგნოზი დაუსვეს. მძიმე დაავადების გამო ექვსი ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსი დასჭირდა, თუმცა როლზე არასოდეს უთქვამს უარი. კიბოს დამარცხების შემდეგ, სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებს შეურთდა და ამ დრომდე 27 ოპერაცია დააფინანსა.

10 ვარსკვლავი, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს



<a href="adme.ru">adme.ru</a>