ჰოლივუდის ვარსკვლავების კომპლექსები - რა არ მოსწონთ საკუთარ გარეგნობაში ყველაზე მეტად?
- 26.06.2019
როგორ წესი, ჩვენ ვხედავთ ჰოლივუდის ვარსკვლავებს და ისინი ჩვენთვის სრულყოფილების ნიმუშები არიან.
რეალურად კი, მათ გარეგნობაში არაერთი რამ აკომპლექსებთ და უფრო მეტიც, ნაკლად მიიჩნევენ.
რა კომპლექსები აწუხებთ ვარსკვლავებს გარეგნობაში და როგორები იქნებოდნენ ისინი მათ გარეშე?
1. ვიქტორია ბეკჰემი - ვიქტორია ბეკჰემს გაღიმებულს იშვიათად ნახავთ. ვიქტორია მიიჩნევს, რომ ღიმილი არ უხდება, ამიტომაც ყოველთვის თავს იკავებს ოდნავ გაღიმებისგანაც კი საჯარო ადგილას.
2. ზაკ ეფრონი - ეს სექსუალური და მომხიბვლელი მსახიობი მიიჩნევს, რომ ტანთან შედარებით დიდი თავი აქვს და ამით დაკომპლექსებულია.
3. ტეილორ სვიფტი - ტეილორს გარეგნობაში ხშირად უწუნებენ თვალებს და აღნიშნავენ, რომ პატარა თვალები აქვს. თავდაპირველად, ეს მსახიობზეც ახდენდა გავლენას და კომპლექსი სტანჯავდა, თუმცა ახლა ამაზე აღარ დარდობს.
4. კირა ნაითლი - მსახიობს არ მოსწონს თავისი სახის ფორმა და სურს, რომ ოდნავ ფუმფულა ლოყები ჰქონდეს.
5. პენელოპა კრუსი - შეიძლება საზოგადოებისთვის არც ისე თვალშისაცემია, მაგრამ მსახიობს აქვს პატარა უკანალი, რის გამოც ის ღელავს და განიცდის.
6. ჯუდ ლოუ - ის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მსახიობია, თუმცა ჯუდი თვლის, თავისი სახე კარიერაში ხელს უშლის და სწორედ ზედმეტად მომხიბვლელი ნაკვთების გამო მხოლოდ რომანტიკულ როლებს სთავაზობენ.
7. კრისტენ სტიუარტი - კრისტენს არ მოსწონდა თავისი ყურები, თუმცა კომპლექსი დაძლია.
8. ნატალი პორტმანი - ნატალი მიიჩნევს, რომ ხალები არ უხდება, თუმცა მისი ფანების უმეტესობა სწორედ ხალებს თვლის განსაკუთრებულად მომხიბვლელად მის გარეგნობაში.
9. უილ სმიტი - მსახიობს დიდად არ ხიბლავს თავისი ყურები.
10. ლინდა ევანგელისტა - სუპერმოდელს მთელი კარიერის განმავლობაში სურდა ცხვირის ფორმა შეეცვალა, თუმცა ეს რეალობად არასოდეს უქცევია.
თემები: სილამაზე ყველა ასაკში, პრობლემები, ჰოლივუდი, კომპლექსები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია