1. მარტოობა
თუმცა სოცქსელებში და დედაშენი სხვანაირად ფიქრობენ, არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს მარტო ცხოვრებას. გიხაროდეს, რომ შენ გაქვს, განსაკუთრებით დიდი საწოლი შენს სრულ განკარგულებაში.
2. უარი თქვი ვიღაცის წინადადებაზე
თითქმის ყველა ადამიანს სჭირდება დრო მარტოობისთვისა და სიმშვიდისთვის. უთხარით მეგობრებს, რომ უარი არ ნიშნავს რომ ნაკლებად გიყვართ.
3. საუკეთესო მეგობარი გახდა უცნაური
არ არის საჭირო ათი წლის წინანდელი საუბრების გარჩევა: 99 %-ში შენ დამნაშავე არ ხარ. დარჩენილ პროცენტში კი არაფერი არ იყო მისთვის საწყენი.
4. იშვიათად ურეკავ მშობლებს
არ არსებობს ისეთი ცნება, როგორც ზარების საკმარისი რაოდენობაა. თუ გეჩვენება, რომ საკამარისად ურთიერთობ მათთან, არაფერი შეცვალო.
5. ფულს იხდი პრობლემის გადასაჭრელად
დალაგებისთვის ან საგადასახადო დეკლარაციის შევსებისთვის ვიღაცის მომსახურების საფასურის გადახდა - ზრდასრულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
6. ჭამ დესერტს
ხომ არ შეიძლება საერთოდ ყველაფერზე თქვა უარი!
7. არ ხარ ახლოს დასთან
დიახ, თქვენ ერთად იზრდებოდით, მაგრამ სხვადასხვა ინტერესები გქონდათ. აუცილებელი არ არის თავი დაავალდებულო და ეცადო ემეგობრო.
8. აცდენ მეგობრის დაბადების დღეს ან ქორწილს
თუ უკვე ნაყიდი გაქვს ბილეთები შვებულებისთვის, მეგობარი კი 30 წლის ხდება - შენ თავისუფლად შეგიძლია აღნიშნო ეს დღესასწაული შემდეგ, ცალკე, და არ შეცვალო შენი გეგმები სახლში პიცით უბრალო აღნიშვნის გამო.
9. ზიხარ სახლში კარგ ამინდში
სამაგიეროდ უყურე საყვარელი სერიალის მთელ სეზონს. ამინდი შენზე ვერ იძალადებს.
10. არ დაალაგე ბინა
არც ეს არ არის დიდი პრობლემა.
11. გადაიღე სელფი ლამაზი ვარცხნილობით
თუ საკუთარი თავი არ შეაქე - არავინ არ შეგაქებს.
12. დახარჯე უამრავი ფული
მგზავრობაზე ან საყიდლებზე, რომელიც ნამდვილად გაგხდის ბედნიერს.
13. კითხულობ ან უყურებ შოუს მოზარდებისთვის
თუ ეს განიჭებს სიამოვნებას - უყურე, თუნდაც ეს იყოს იგივე, რაც უყვარს შენს დისშვილს.
14 . გძინავს სასარგებლო მოღვაწეობის მაგივრად
იცი, რა არის უფრო მავნე? ადგე დილის 7 საათზე და ამთქნარო შემდეგი სამი საათი. შენ მაინც არაფერი არ შეგეძლება.
15. გააცდინე ვარჯიში
არაუშავს, აინაზღაურებ მერე.
16. არ გინდა გააგრძელო მეგობრობა
ასეთი რამ ხდება. იმის მაგივრად, რომ ეცადო გაამთელო გატეხილი ჭიქა, ჯობია დაკავდე რაიმე უფრო სასარგებლოთი და შეხვდე იმას, ვინც შენთვის ნამდვილად ძალიან ძვირფასია.
17. ტირილი
რობოტი ხომ არ ხარ, რომელიც მაშინვე ითვისებს საწყენ სიტყვებს, უფროსის შენიშვნებს.
18. ვიღაცას ბლოკავ სოცქსელში
გგონია, ვარსკვლავებსაც ეცოდებათ ყოველი შემდეგი ტროლი? მაშინ შენც ნუ შეიცოდებ!
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია