1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგია.
2. თუ ორჭოფობ, გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი წინ.
3. სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა, რომ დახარჯო სიძულვილზე.
4. სამუშაო არ იზრუნებს შენზე, როცა ავადმყოფობ. ამას გააკეთებენ შენი მეგობრები და მშობლები. გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.
5. ყოველ თვე გადაიხადე საკრედიტო ვალები.
6. აუცილებელი არ არის გაიმარჯვო ყველა კამათის დროს. დაეთანხმო ან არ დაეთანხმო.
7. იტირე ვინმესთან ერთად. ეს უკეთესად კურნავს, ვიდრე ტირილი სიმარტოვეში.
8. დასაშვებია გაბრაზება ღმერთზე - ის გაგიგებთ.
9. დააგროვე პენსიისთვის თანხა პირველივე ხელფასიდან.
10. როცა საქმე შოკოლადამდე მიდის, წინააღმდეგობა უაზროა.
11. შეურიგდი საკუთარ წარსულს, რომ არ გააფუჭოს შენი აწმყო.
12. შეიძლება თავს ნება მისცე იტირო საკუთარი შვილების თანდასწრებით.
13. ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას ვიღაცისას. შენ არ იცი, რისი განცდა უწევს მას სინამდვილეში.
14. თუ ურთიერთობები უნდა იყოს ფარული, შენ არ უნდა მონაწილეობდე მასში.
15. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ერთ წამში. მაგრამ ნუ ღელავ: ღმერთი არასოდეს მიგატოვებს.
16. ღრმად ჩაისუნთქე. ეს ამშვიდებს აზრებს.
17. მოიშორე ყველაფერი, რასაც ვერ უწოდებ სასარგებლოს, ლამაზს ან სასაცილოს.
18. რაც არ გკლავს, გაძლიერებს.
19. არასოდეს არ არის გვიან გქონდეს ბედნიერი ბავშვობა. მაგრამ მეორე ბავშვობა დამოკიდებულია მხოლოდ შენზე.
20. როდესაც დგება დრო გაყვე იმას, რაც ნამდვილად გიყვარს ამ ცხოვრებაში, არ თქვა „არა“.
21. დაწვი სანთლები, გამოიყენე კარგი თეთრეული, ატარე ლამაზი ქვედა საცვლები. არაფერი არ შეინახო განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ეს განსაკუთრებული შემთხვევა - დღეს არის.
22. მოემზადე დასახარჯად, მერე კი რაც იქნება იქნება.
23. იყავი ექსცენტრიული ახლა. ნუ ელოდები სიბერეს, რომ ჩაიცვა წითელი ტანსაცმელი.
24. ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო სექსში - ეს ტვინია.
25. არავინ, შენს გარდა, არ არის პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.
26. ნებისმიერი ე.წ. კატასტროფის დროს დასვი კითხვა: იქნება ეს მნიშვნელოვანი ხუთი წლის შემდეგ?
27. ყოველთვის აირჩიე სიცოცხლე.
28. აპატიე ყველას და ყველაფერი.
29. რას ფიქრობენ შენზე სხვები არ უნდა გაღელვებდეს.
30. დრო კურნავს თითქმის ყველაფერს. მიეცი დროს დრო.
31. მნიშვნელობა არა აქვს, ცუდია სიტუაცია თუ კარგი - ის შეიცვლება.
32. ნუ აღიქვამ საკუთარ თავს სერიოზულად. არავინ არ აკეთებს ამას.
33. გჯეროდეს სასწაულის.
34. ღმერთს უყვარხარ იმიტომ, რომ ის - ღმერთია, და არა იმის გამო, რომ შენ რაღაც გააკეთე ან არ გააკეთე.
35. არ არის საჭირო შეისწავლო ცხოვრება. შენ ჩნდები მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც მოასწრებ.
36. დაბერდე - უფრო ხელსაყრელი ალტერნატივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა.
37. შენ შვილებს გააჩნია მხოლოდ ერთი მომავალი.
38. ყველაფერი, რასაც საბოლოოდ აქვს აზრი, - ეს ის არის, რომ შენ განიცადე სიყვარული.
39. გადი სასეირნოდ ყოველდღე. სასწაულები ყველგან ხდება.
40. თუ მოვათავსებდით ყველა ჩვენს პრობლემას ერთ ორმოში და შევადარებდით სხვებისას, სასწრაფოდ დავაბრუნდებდით უკან ჩვენსას.
41. შური - ეს დროის ფუჭი ხარჯვაა. შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა.
42. ჯერ ყველაფერი საუკეთესო წინ გელოდება.
43. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ გრძნობ თავს, ადექი, ჩაიცვი და გადი ხალხში.
44. დაუთმე...
45. მართალია, ცხოვრება არ არის ბაფთებით შეფუთული, მაგრამ ის მაინც საჩუქარია.
თემები: ქალი, რჩევები ქალებს, ბედნიერება, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>