გენიალური ხერხი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მთელი დღის განმავლობაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ატაროთ და არ დაიღალოთ
- 29.06.2019
ატარო მარალქუსლიანი ფეხსაცმელი, ზოგიერთი ქალისთვის ეს ნამდვილი მისიაა. მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარული მტანჯველი, მტკივნეული და დამღლელია. თუმცა ქალებმა ვიცით ერთი მარტივი ჭეშმარიტება - სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და მიუხედავად ტკივილისა, მაინც არ ვამბობთ უარს მასზე.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მოყვარულ ადამიანებს გაგახარებთ და გეტყვით, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ტანჯვა და ფეხსაცმლით გამოწვეული ტკივილის ატანა აღარ მოგიწევთ.
არსებობს მეთოდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც,მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარული გაგიმარტივდებათ. სამწუხაროდ, ეს მეთოდი ღია ფეხსაცმლის შემთხვევაში არ მოქმედებს.
ის თავდაპირველად 70-იანი წლების სუპერმოდელმა მარი ჰელვინმა გამოიყენა. მან ცხოვრების დიდი ნაწილი პოდიუმზე, კამერების წინ და წითელ ხალიჩაზე გაატარა. საიდუმლო კი მხოლოდ 2014 წელს გაამხილა.
მეთოდი რეალურად ძალიან მარტივია - ნეკიდან მესამე და მეოთხე თითი უნდა მიამაგროთ ერთმანეთზე, გადაახვიოთ ისე, რომ კარგად იყოს გამოყოფილი ცერა თითისგან. ამის შემდეგ კი, ჩაიცვით ფეხსაცმელი.
შესაძლოა, ეს ძალიან სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილად ეფექტურია, ვინაიდან ის უკვე ბევრმა ქალმა დატესტა და შედეგიც აშკარა იყო.
მოდელმა როდესაც „დეილი მაილს“ საიდუმლო გაუმხილა, აღნიშნა, რომ შუა თითების გადახვევის შედეგად ზეწოლა ძლიერდება ფეხის კუნთებზე.
სცადეთ თქვენც.
თემები: სტილი, მაღალქუსლიანი, ტანსაცმელი, რჩევები
<a href="http://www.thisisinsider.com">http://www.thisisinsider.com</a>