როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როცა „ის“ თქვენს SMS-ს არ პასუხობს - 10 რჩევა
- 30.06.2017
ზოგჯერ ვიღაცაზე ძალიან ხართ შეყვარებული და ფიქრობთ, რომ მასაც მსგავსი გრძნობები აქვს, თუმცა მოულოდნელად მისგან მხოლოდ სიჩუმეა. Sms-ზე არ გპასუხობთ. თქვენ სტრესში ვარდებით, იწყებთ ღელვას, შეპყრობილი ხართ. იწყებთ მიზეზების ძებნას და იმაზე ფიქრს, თუ რა გააკეთეთ არასწორად.
იმას, რომ ადამიანი, რომელიც მოგწონთ არ გეკონტაქტებათ, წყობიდან გამოჰყავხართ.
რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს:
1. პირველ რიგში, შეწყვიტეთ იმაზე დარდი, რომ შესაძლოა რაღაც შეგეშალათ - შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება.
2. გაუგზავნეთ მესიჯი მარტივი ტექსტით მხოლოდ ერთხელ - ჰკითხეთ რა მოხდა. მოიქეცით ჩვეულებრივად და მარტივად. იგივე კითხვას ნუ გაუმეორებთ ათასჯერ და ნუ მოიქცევით შეშლილივით.
3. ნუ „ააფეთქებთ“ მის ტელეფონს - გასაგებია, რომ ასეთ დროს რთულია თავის შეკავება. მაგრამ ამ ბრაზს თავი როგორღაც უნდა აარიდოთ.
4. მის ნაცვლად მისწერეთ თქვენს მეგობრებს - მეგობრები გაგამხნევებენ და რჩევას მოგცემენ. ცოტა ხნით მაინც ყურადღებას გადაგატანინებენ, რაც დამშვიდებისა და რაციონალური აზროვნების საშუალებას მოგცემთ. ისინი დაგეხმარებიან, რომ გაერკვეთ უკეთ გრძნობებში.
5. გამოიჩინეთ გონივრულობა - აკონტროლეთ ემოციები. არ არის საჭირო ყველაფრის დრამატიზება.
6. არ დაწეროთ „ფეისბუქზე“ გაურკვეველი და სევდიანი სტატუსები - ეს ყველაზე სულელური საქციელია. ის ფიქრობს, რომ თავისი ქცევით ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ და თქვენ სუსტ ადამიანად წარმოჩინდებით. გვერწმუნეთ, ასეთ სტატუსებს არანაირი ძალა არ აქვს და მას თქვენთვის პასუხის დაბრუნებას ვერ აიძულებს.
7. შეწყვიტეთ მასთან ყველა დიალოგის გაანალიზება - ეს აბსოლუტურად არაფრის მომცემია, უბრალოდ თქვენ დაგღლით და დაითრგუნებით. ეს გაგაგიჟებთ.
8. იპოვეთ გზა, რომელიც ყურადღებას გადაგატანინებთ - წადით სამოგზაუროთ, დაკავდით საყვარელი საქმით, ან უბრალოდ, დაალაგეთ ოთახი.
9. იყავით ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც გიყვარს - შეხვდით მეგობრებს, გაატარეთ დრო ოჯახთან ერთად.
10. უბრალოდ გააგრძელეთ გზა - გახსოვდეთ, რომ ცხოვრება არის მშვენიერი და სასიამოვნო და არ გაქვთ დრო ნერვიულობისთვის. უბრალოდ დატკბით ცხოვრებით.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://love.allwomenstalk.com">http://love.allwomenstalk.com</a>