რა უნდა გააკეთოთ მამაკაცებმა იმისთვის, რომ უფრო სექსუალურები გახდეთ? - 17 მარტივი ხერხი
- 01.07.2017
1. ჩაიცვით დაუთოებული ტანსაცმელი - ძალიან დიდი განსხვავებაა დაკუჭულ და დაუთოებულ სამოსს შორის. ამ უმარტივესმა რამემ შეიძლება იერსახე სრულიად შეგიცვალოთ. გვერწმუნეთ, სამოსი თავისით არ „შემოგეტკეცებათ“.
2. ჩაიცვით ტანზე მომდგარი ტრუსი - ეს უფრო მოდური და უფრო სექსუალურია, ვიდრე თავისუფალი სტილის ტრუსი.
3. დარწმუნდით, რომ სამოსი თქვენი ზომისაა - მხოლოდ თქვენი ზომის სამოსი ჩაიცვით. სხვა შემთხვევაში თქვენი „ლუქი“ ცოტა სასაცილო იქნება.
4. ვიწრო ჯინსი - ფართე ჯინსის შარვლები ძველმოდურია, თანაც ასეთ შარვალში გამოწყობილი მამაკაცის სექსუალურობის შემჩნევა ცოტა რთულია.
5. სწორად შეარჩიეთ წინდა - შეწყვიტეთ თეთრი წინდების ჩაცმა ყველაფერზე. უმჯობესია, ჩაიცვათ ისეთივე ფერის წინდა, როგორი ფერის ფეხსაცმელიც გაცვიათ. არ შეგეშინდეთ ფერადი წინდების ჩაცმის, ეს სექსუალურთან ერთად მხიარულ იერსაც მოგცემთ.
6. გაწმინდეთ ფეხსაცმელი - ხშირად პირველი რამ, რასაც ადამიანები ამჩნევენ, ეს ფეხსაცმელია. ამიტომ, ნუ დაგენანებათ დრო და ენერგია მის მოწესრიგებაზე ზრუნვისთვის.
7. დაიჭერით ფრჩხილები - არ არის მომხობვლელი, როცა მამაკაცს გრძელი ფრჩხილები აქვს, ამიტომ ამ დეტალსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. სუფთა ფრჩხილები თქვენი მოწესრიგებულობის დამადასტურებელია და ეს არის ის, რასაც დანარჩენები ძალიან მარტივად ამჩნევენ.
8. რეგულარულად მოიწესრიგეთ თმა.
9. გაიპარსეთ კისრის ზონა
10. და თუ წვერი სახეზე ალაგ-ალაგ გეზრდებათ, სჯობს მთლიანად მოიპარსოთ.
11. იპოვეთ თქვენი შესაბამისი სუნამო - და ფრთხილად, ძალიან ბევრსაც ნუ იპკურებთ.
12. არ უპასუხოთ მესიჯებს, თუ მასთან სასიყვარულო ურთიერთობა არ გაქვთ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეცდომა იქნება, რომ ადამიანის მიმართ გამოიჩინოთ ყურადღება მაშინ, როცა ის სრულებით არ გაინტერესებთ და ეს თქვენს რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს.
13. გაიუმჯობესეთ კომუნიკაციის უნარი - უნდა შეგეძლოთ ეფექტური კომუნიკაცია, კითხვების დასმა, პასუხების გაცემა, არგუმენტირებული მსჯელობა.
14. გამოხატეთ გრძნობები - იყავი პატიოსანი როცა საქმე გრძნობებს ეხება. სხეულის ენა მნიშვნელოვანია და ზოგჯერ ის სიტყვებზე მეტს ამბობს და იმისთვის, რომ სხვებმა გაიგონ რას გრძნობთ, უნდა გამოხატოთ გრძნობები.
15. იყავით ინფორმირებული - ძალიან მიმზიდველია, როცა მამაკაცმა იცის მიმდინარე მოვლენების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ ყველა ნიუსი ზეპირად უნდა იცოდეთ, მაგრამ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მთავარი ამბები არ უნდა გამოგრჩეთ.
16. უნდა იცოდეთ საჭმლის მომზადება - თქვენგან არავინ ითხოვს შეფ-მზარეულობას, მაგრამ როცა კაცმა რამდენიმე მარტივი კერძის მომზადება იცის, ის ძალიან სექსუალურია სხვების თვალში. ამით ნამდვილად შეგიძლიათ შთაბეჭდილების მოხდენა.
17. დაალაგეთ ოთახი - მოწესრიგებული ოთახი მიუთითებს რომ გიყვართ სისუფთავე და წესრიგი.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, რჩევები
<a href="https://www.buzzfeed.com">https://www.buzzfeed.com</a>