სილამაზე

რა ზიანი შეიძლება მოგაყენოთ ვადა გასულმა კოსმეტიკამ – გაფრთხილება ქალებს

რა ზიანი შეიძლება მოგაყენოთ ვადა გასულმა კოსმეტიკამ – გაფრთხილება ქალებს

ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქალების დიდი ნაწილი კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას ყურადღებას არ აქცევს მათი შენახვის ვადას.


ასევე გაირკვა, რომ ქალბატონები თვალების ჩრდილებს, პომადასა და ტონალურ კრემს 3-6 წლის განმავლობაში ინახავენ, რაც რამდენჯერმე აღემატება მათ შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადას.

რა ზიანი შეიძლება მოგაყენოთ ვადა გასულმა კოსმეტიკამ – გაფრთხილება ქალებს

კოსმეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ვადაგასული კოსმეტიკის გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს, რადგან ის საუკეთესო ნიადაგია ბაქტერიებისთვის. განსაკუთრებით სახიფათოა თვალის მაკიაჟის საშუალებები: ჩრდილები, ტუში, თვალის ლაინერები - მათი ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება, კონიუნქტივიტის, ქუთუთოების ანთებისა და თვალის ინფექციების მიზეზი გახდეს.

რა ზიანი შეიძლება მოგაყენოთ ვადა გასულმა კოსმეტიკამ – გაფრთხილება ქალებს

ამავე მიზეზით კატეგორიულად დაუშვებელია სხვისი თვალის მაკიაჟის საშუალებების გამოყენება.

ნაკლებად სახიფათოდ მიიჩნიეს სპეციალისტებმა ვადაგასული პომადა, პუდრი და თხევადი ტონალური საშუალებები, თუმცა შესაძლებელია, მათში სტაფილოკოკები და სხვა ბაქტერიები აღმოჩნდეს.



<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>