ადამიანის ცხოვრება, წარმატება, ბედნიერების ხარისხი მის ქცევებზე, ჩვევებზე და მოვლენების აღქმაზეა დამოკიდებული.
სწორედ ადამიანის ქცევებს უკავშირდება ის, თუ რამდენად მყარი და წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა აქვს მას.
შესაძლებელია ფიქრობთ, რომ მზად ხართ სიყვარულისთვის, თუმცა არსებობს ისეთი რაღაცები, რაც ხელს უშლის თქვენს სურვილს.
გთავაზობთ 7 ქცევას, რომელიც რეალურად ხელს გიშლით საყვარელი ადამიანის პოვნაში და მის შენარჩუნებაში.
1. თქვენ ჯერ კიდევ ბავშვობაში ნატკენი გულის იარებს იშუშებთ - რთულია იპოვო ისეთი ადამიანი, რომელსაც „თინეიჯერობის“ პერიოდში წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობა არ გამოუცდია. ეს ზოგ შემთხვევაში ნეგატიურ გავლენას ახდენს მოზრდილ ასაკში სასიყვარულო ურთიერთობაზე. ადამიანებს წარსული მწარე გამოცდილების გამო ახალი ურთიერთობის წამოწყების ეშინიათ.
2. დაწესებული გაქვთ ძალიან მაღალი სტანდარტები - 40 წლის ასაკში ეძებთ ზე მომხიბვლელ ადამიანს, რომელსაც ჰარვარდი აქვს დამთავრებული, აქვს სასახლე და ჰყავს ძვირადღირებული მანქანა. ასეთი ადამიანები საზოგადოების შედარებით მცირე ნაწილს შეადგენენ და ძალიან მცირე პროცენტია იმის შანსი, რომ მას შეხვდებით. დაფიქრდით იმაზეც, თუ რამდენად აკმაყოფილებთ თქვენ ანალოგიურ სტანდარტებს. დროა, რეალობას თვალი გაუსწოროთ.
3. მისტირით წარსულს - მისტირით წარსულ სასიყვარულო ურთიერთობებს, მუდმივად უკმაყოფილო ხართ. ეს ხელს გიშლით ახალი სიყვარულის პოვნაში, ან ახალი ურთიერთობის შენარჩუნებაში. მუდმივად ნეგატივზე კონცენტრირება არ შეიძლება.
4. დაბალი თვითშეფასება - ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც სიყვარულის პოვნასა და ურთიერთობის გამყარებაში ხელს გიშლით. პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა უნდა გქონდეთ.
5. გაშინებთ ის, თუ რა შეიძლება მოხდეს თუ ვინმე შეგიყვარდებათ - როცა მარტო დიდხანს ცხოვრობთ, ასეთი შიში უჩვეულო არ არის. მარტოხელა ადამიანებს ეშინიათ თავისუფლების დაკარგვის. ხანდახან ეშინიათ რომ სასიყვარულო ურთიერთობა კარიერაში ხელს შეუშლით და პროფესიულ წარუმატებლობას მოუტანთ.
6. მოგწონთ ისეთი ადამიანი, ვინც არ არის მარტო - ფიქრობთ ისეთ ადამიანზე რომელსაც უკვე სხვა უყვარს. რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით ასეთი სიყვარული არ იქნება წარმატებული.
7. თქვენთვის ძნელია ვინმეს ენდოთ - ნდობა თქვენთვის საშიში რამეა, მაგრამ თუ გსურთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა წარმატებული იყოს, უნდა გარისკოთ. უმჯობესია, გიყვარდეთ და დაკარგოთ, ვიდრე საერთოდ არავინ შეიყვაროთ.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.powerofpositivity.com">https://www.powerofpositivity.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია