LIFE

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო თავდაჯერებული იყოთ?

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო თავდაჯერებული იყოთ?

თავდაჯერებულობა ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. საკუთარი თავის რწმენა გვეხმარება ცხოვრებისგან მივიღოთ ის, რაც გვსურს და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.

რა არის თავდაჯერებულობა და შესაძლებელია თუ არა ადამიანი ნებისმიერ საკითხში იყოს თავდაჯერებული?

ადამიანი საკუთარ თავში შეიძლება იყოს დარწმუნებული გარკვეულ სფეროებში და იყოს ისეთი საკითხები, სადაც მას თავდაჯერებულობა ნაკლებად აქვს. ამაში არაფერია გასაკვირი და აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა.

ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ კარგი მწერალია, მაგრამ ნაკლებად თავდაჯერებულია როგორც მძღოლი, ან პილოტი. ხოლო შეიძლება პილოტს საკუთარი თავის რწმენა აკლდეს, როდესაც რაიმის წერას ეხება საქმე.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო თავდაჯერებული იყოთ?

აბსულუტური თავდაჯერებულობა, ყველა სფეროში, ცხოვრების ყველა ასპექტში გამორიცხულია და თუ თავს ვინმე ყველაფერში თავდაჯერებულად თვლის, ეს სისულელეა, ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გახდეთ უფრო მეტად თავდაჯერებული?

1. პირველ რიგში, მოქმედება:

არის სფეროები, სადაც ჩვენ საკუთარი თავის რწმენა არ გვაქვს, თუმცა სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეგვიძლია გავიმყაროთ და გავავითაროთ. ამას კი, ჩვენი მოქმედებით შევძლებთ.

დავუშვათ არ ვართ თავდაჯერებულები რაიმე საკითხში, ეს იმიტომ ხდება, რომ არ გვაქვს შესაბამისი ცოდნა ამ საკითხის გარშემო. თუ გვსურს, რომ ეს გამოვასწოროთ, უნდა ვიმოქმედოთ, ვისწავლოთ, ცოდნა გავიღრმავოთ - ეს გასაღებია საკუთარი თავის რწმენის მოსაპოვებლად.

რა თქმა უნდა, არ უნდა ვისხდეთ ტელევიზორის წინ და არ უნდა დაველოდოთ თავდაჯერებულობა მოულოდნელად როდის შემოგვიღებს კარს. ამისთვის საკუთარ თავზე ბევრი მუშაობაა საჭირო.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო თავდაჯერებული იყოთ?

მოქმედება არის უპირველესი, რაც საშუალებას გვაძლევს გავხდეთ უფრო დარწმუნებულები საკუთარ თავში.

2. ისწავლეთ საფუძვლიანად:

რაიმის ზედაპირული ცოდნა ვერ მოგიტანთ თავდაჯერებულობას. ზედაპირული ცოდნით ვერ შეძლებთ არგუმენტირებულ მსჯელობას, ამიტომ აუცილებელია თქვენი სამიზნე სფერო კარგად, საფუძვლიანად, ყველა ასპექტით შეისწავლოთ. 

გახსოვდეთ, რომ სწორად მოქმედებით საკუთარი თავის გარდაქმნა შეგიძლიათ.



<a href="https://www.goalcast.com">https://www.goalcast.com</a>