10 გამორჩეული წიგნი, რომელთა წაკითხვისას ღამეს აუცილებლად გაათენებთ
- 02.07.2017
10. დენიელ კიზი - „ყვავილები ელჯერონისთვის“
ჩარლი სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანია, რომელიც ოპერაციის შემდეგ საოცარ ნიჭს აღმოაჩენს საკუთარ თავში და იგი გენიოსი ხდება. გენეტიკური ექსპერიმენტი ერთდროულად ჩარლიზე და ვირთხა სახელად ელჯერონიზე ჩატარდა. ჩარლის IQ ოპერაციის შემდეგ 180-ს უტოლდება. მთავარი გმირი აწარმოებს დღიურს, სადაც მისი ცხოვრებისეული ტრანსპორმაციაა აღწერილი.
9. შარლოტა ბრონტე - „ჯეინ ეარი“
შარლოტა ბრონტეს გენიალური ნაწარმოები პირველად 1847 წელს ლონდონში გამოქვეყნდა. ავტობიოგრაფიული რომანი ქალმა კურერ ბელის ფსევდონიმით გამოსცა. წიგნის მეორე გამოცემა მწერალმა უილიამ თეკერეის მიუძღვა, რომელსაც ნამდვილად ჰყავდა შეშლილი ცოლი, მაგრამ ქალმა დიდხანს იცოცხლა. წიგნში ღარიბი გოგონას თავგადასავალია აღწერილი, რომელსაც საკუთარი ბატონი მისტერ როჩესტერი
8. რეი ბრედბერი - 451º ფარენჰაიტით
ფილოსოფიური ანტიუტოპია, სადაც მოთხრობილია წიგნებთან დაწყებული ომის შესახებ. წიგნი წლების გასვლის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება. ბრედბერი აღწერს სამყაროს მომავალს, სადაც წიგნებს მეხანძრეების სპეციალური რაზმები ანადგურებენ.
7. ანჟელა ნანეტი „ჩემი ბაბუა ალუბალი იყო“
მოხუცმა ოტავიანო სახლში რგავს ალუბლის ხელს, რომელიც მომავალში მისი შვილიშვილის საუკეთესო მეგობარი გახდება. ისტორია უჩვეულო ბაბუაზე, რომელსაც შეეძლო მცენარეების მოსმენა და სჯეროდა, რომ „ადამიანი არ კვდება, სანამ ალუბლის ხეები აგრძელებენ მისთვის ცხოვრებას“ მკითხველს ადვილად გაიტაცებს.
6. კენ კიზი - „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“
თავისუფლებისმოყვარე და დაუმორჩილებელი პატრიკ მაკმერფი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ციხიდან ხვდება, სადაც უამრავ მეგობარ პაციენტს გაიჩენს და მთავარი მედდის მილდრედ რეტჩიდის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებას მოაწყობს.
5. ფენი ფლეგი - „შებრაწული მწვანე პომიდვრები“
ეველინ კოუჩი საავადმყოფოში დეიდის ქმრის მოსანახულებლად მიდის, რომელსაც სძულს ქალი. ადგილზე მისული მოხუც ნინის გაიცნობს, რომელიც თავისი კაფის შესახებ ისტორიას მოუყვება, სადაც უნიკალური კერძი "შემწვარი მწვანე პომიდვრები" მზადდებოდა.
4. მარკუს ზუზაკი - „წიგნის ქურდი“
9 წლის გოგონა, სახელად ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს. ფაშისტური გერმანიის პირობებში მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას.
3. ტრუმენ კაპოტე - „საუზმე ტიფანისთან“
გენიალური ეკრანიზაციის გარდა წიგნიც არაჩვეულებრივად იკითხება. ჰოლი გოლაიტლი მოხიბლულია მწერალ პოლ ვაჟაკით, რომელიც ჩვეულებრივი ალფონსია და მდიდარი ქალის ხარჯზე ცხოვრობს.
2. ოდრი ნიფენეგერი - „დროში მოგზაურის ცოლი“
სიმპათიური ბიბლიოთეკარი ჰენრი დეტემბლი გენეტიკური დაავადების შედეგად, შემთხვევით დროში გადაინაცვლებს. იგი ხვდება მისი სასიყვარულო ცხოვრების სხვადასხვა მომენტებში, სადაც მას ულამაზესი მსახიობი, კლერ ებშაირი უყვარდა.
1. სტივენ ჩბოსკი „მარტოსულობის უპირატესობანი“
15 წლის ჩარლი მარტოსული ბიჭია და ერთ დღეს გადაწყვეტს სრულიად უცხო ადამიანს გულახდილად მოუყვეს თავისი ემოციების, მარტოობის, ბავშვობის გაუცნობიერებელი ტკივილით სავსე ცხოვრების შესახებ.
თემები: წიგნები, კითხვა, წიგნი, 10წიგნი
<a href="adme.ru">adme.ru</a>