ზოგიერთი სამსახური ადამიანის ჯანმრთელობისთვის უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე დანარჩენები.
„ბიზნეს ინსაიდერი“ კვლევაზე დაყრდნობით ჯანმრთელობისთვის ყველაზე სახიფათო და სარისკო სამსახურების ჩამონათვალს აქვეყნებს.
1. რენტგენოლოგი - ისინი დაავადების დიაგნოსტიკას სხივების გამოყენებით ახდენენ და დიდ დროს რადიაციის ზემოქმედების ქვეშ ატარებენ. ამიტომაც დიდია რისკი, რომ რადიაცია მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.
2. მეტალის შემდუღებელი - ისინი ფოლადს ადნობენ, ცხელ ღუმელთან უწევთ მუშაობა და საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ არიან ყოველ დღე. დიდია დამწვრობის მიღების შანსი.
3. ლიფტის მემონტაჟე, შემკეთებელი - ესეც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საქმიანობაა. მათ სახიფათო პირობებში უწევთ მუშაობა. მცირე უზუსტობის შემთხვევაშიც დიდია რისკი, რომ რამეს დაიშავებენ.
4. მაცივრის მექანიკოსი - უწევთ ისეთ საგნებთან და ნივთიერებებთან ურთიერთობა, რომელიც ზრდის ორგანიზმის დაბინძურების შანსს.
5. ნავთობ პროდუქტების მომპოვებელი (გაზი, ბენზინი) - ისინი ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებებით სავსე გარემოში მუშაობენ. რა თქმა უნდა, სახიფათო პირობებია, დიდია ჭრილობისა და დამწვრობის მიღების რისკი.
6. ქიმიური ქარხნის მუშა - ისინი სხვადასხვა ქიმიურ პროცესებზე მუშაოებენ. ქიმიურ ცდებს ატარებენ და შესაბამისად ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებებით სავსე გარემოში არიან.
7. სასწრაფო დახმარების მედპერსონალი - ისინი პირველად დახმარებას უწევენ ადამიანებს და ახორციელებენ საავადმყოფოში დაშავებულების ტრანსპორტირებას. დიდია სხვადასხვა დაავადებებისა და ინფექციების გადადების რისკი.
8. მეეზოვე, რომელიც სპეციალურ მანქანაში ათავსებს ნაგავს - ესეც ერთ-ერთი სახიფათო სამსახური აღმოჩნდა. მათ ქუჩების ყველაზე დაბინძურებულ ადგილებში უწევთ ყოფნა და ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ.
9. პილოტი - დიდია რადიაციული ზემოქმედების შანსი, ამასთანავე, ისინი გამუდმებით სხედან, მოდუნებულები არიან და ეს სხვადასხვა დაავადებებს წარმოშობს.
10. ვეტერინარი - ცხოველებთან უწევთ კონტაქტი, მკურალობენ მათ. დიდია დაკბენის და ინფექციური დაავადების ცხოველისგან გადადების რისკი.
11. ქირურგი - ქირურგებიც ინფექციების რისკის ქვეშ არიან.
12. მესაზღვრე - მათ დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა და სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ინფექციური დაავადებების გადადების რისკის ქვეშ არიან.
13. კბილის ექიმი - ესეც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესიაა ჯანმრთელობისთვის - დიდია ინფექციის პაციენტისგან გადადების რისკი და ასევე რადიაციის საფრთხე.
<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>