LIFE

როგორ ჩაანაცვლა სმარტფონმა ტრადიციული ფოტოკამერა

როგორ ჩაანაცვლა სმარტფონმა ტრადიციული ფოტოკამერა

1913 წელს, ოსკარ ბერნეკმა რევოლუციური, პატარა კამერის მოდელი შექმნა, რომელიც 35-მილიმეტრიან ფირ Leica-ს იყენებდა. ბერნეკის მიზანი იყო, ფოტოგრაფია ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადა — ადამიანებს უზარამზარი, ძვირადღირებული მოწყობილობის ნაცვლად კომპაქტური ალტერნატივა ჰქონოდათ, თავიანთი რეალური ცხოვრების მომენტებს რომ ასახავდნენ და არა „გაყინულ“, ფორმალურ კადრებს. „ლეიკამ“ სრულიად ახალ ფოტოგრაფიას ჩაუყარა საფუძველი, რომლის მიზანი უკეთესო ხარისხის მიღება სულაც არ იყო!

როგორ ჩაანაცვლა სმარტფონმა ტრადიციული ფოტოკამერა

94 წლის შემდეგ,სმარტფონებმა არა მხოლოდ ჩვენ მიერ ფოტოების აღქმა, არამედ — სამყაროს აღქმაც შეცვალეს: როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალი ფოტოგრაფები აღიარებენ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო, სმარტფონებმა არა მხოლოდ ქალაქის ტელეფონი, არამედ წარმატებით ჩაანაცვლეს:

1. რადიო ნავიგაციის მსოფლიო სისტემა GPS-ი (Global Positioning System)

2. წიგნები

3. საფულე

4. დისტანციური მართვის პულტი და სხვა ჩამრთველები

5. ვიდეო თამაშები

6. საკაბელო ტელევიზია

7. მაგნიტოფონები

8. საათები

საზოგადოების გარკვეული ნაწილი სმარტფონების ფოტოგრაფიული კუთხით ვარგისიანობის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და აღნიშნავს, რომ მათი კამერა ვერც მეგაპიქსელების და ვერც მგრძნობელობის მაჩვენებლებით პროფესიონალურ ციფრულ კამერებს ვერ გაუტოლდება. ამ საკითხში მათ არავინ ედავება, მაგრამ ფაქტი უცვლელი რჩება — ციფრული კამერების გაყიდვებმა მთელ მსოფლიოში საგრძნობლად იკლო. რა არის ამის მიზეზი?

როგორ ჩაანაცვლა სმარტფონმა ტრადიციული ფოტოკამერა

1. ფოტოგრაფიის ვებ-გვერდმა — DPReview-მ დასკვნა (https://www.dpreview.com/post/1313669123/how-many-megapixels) გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ყველაზე მაღალი რეზოლუციის მქონე პლანშეტებსაც კი 3-მეგაპიქსელიანი გამოსახულება ყოფნის, უფრო მეტი მაჩვენებლის დარენდერება მათ ეკრანებს არ შეუძლია და ფოტოს მაინც 3-მეგაპიქსელიანი რეზოლუციით გამოსახავენ. რაც შეეხება ფოტოს ბეჭდვას, ამ მომსახურებით ყველაზე მეტი წელიწადში 2-ჯერ ვსარგებლობთ.

2. ზოგიერთ სმარტფონს, მაგალითად — Nokia Lumia 1020-ს და Nokia 808 Pureview-ს ბევრ ციფრულ კამერაზე უფრო დიდი მგრძნობელობა აქვს.

 3. მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონებს მოძრავი zoom-ი არ აქვთ და ციფრული ალტერნატივის ამარა არიან, რაც მიახლოებისას ფოტოს ხარისხს ამცირებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ფუნქციას ძალიან იშვიათად ვიყენებთ.

რაც შეეხება პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ისინიც კი აცხადებენ, რომ თუ ხელოვანი პროგრესულად აზროვნებს, ცვლილებებს ფეხი უნდა აუწყოს.

როგორ ჩაანაცვლა სმარტფონმა ტრადიციული ფოტოკამერა

რას ამბობენ პროფესიონალი ფოტოგრაფები?

მოყვარულებთან ერთად, არატრადიციულ საშუალებებს პროგრესულმა პროფესიონალებმაც ფეხი აუწყვეს: 25-წლიანი სტაჟის მქონე ფოტოგრაფი — ჯეიმს ბერჰემი (James Bareham) აცხადებს: „მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონები ციფრული კამერის მსგავს ხარისხს არ დებენ, ფოტოებს ახლა უმეტესად არა დაბეჭდილ მდგომარეობაში, არამედ — Pinterest-ში, Facebook-ში, Google+-ში, Flipboard-სა და ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმა Instagram-ზე ვათვალიერებთ. ვირტუალურ სივრცეში კი ვერავინ ხვდება, ფოტო iPhone-ით გადაიღე თუ მაგალითად Canon 5D-თი, ეს არავის ადარდებს. Instagram-მა სრულიად ახალი, ცოცხალი პროცესი დაამკვირდა: გადაღება-დამუშავება- გაზიარება-ნახვა-მოწონება-კომენტარები-ისევ გადაღება-ისევ გაზიარება და ასე დაუსრულებლად!“

როგორ ჩაანაცვლა სმარტფონმა ტრადიციული ფოტოკამერა



წყარო:&nbsp;<a href="http://www.theverge.com/2013/6/20/4377290/post-process-why-the-smartphone-camera-changed-photography-forever">theverge</a>