რამდენად არის თქვენი რომანტიკული პარტნიორი თქვენი შესაფერი, რამდენად კარგად უგებთ ერთმანეთს, იქნებ დაშორების დროა? ამ კითხვებზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა ინდივიდუალის სიტუაცია უნიკალურია და ერთმანეთისგან განსხვავებული.
მაგრამ არსებობს რამდენიმე ინდიკატორი იმისა, რომ შესაძლოა პარტნიორი არასწორად შეარჩიეთ და განშორების დროა.
გთავაზობთ 5 ნიშანს, რომლითაც ამას მიხვდებით:
1. თქვენი ძირითადი ღირებულებები და ფასეულობები განსხვავებულია - თუ ვერ თანხმდებით ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქორწინება, შვილების გაჩენა და შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს მთავარი საგანგაშო ნიშანია, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ.
კარგია, თუ მზად ხართ მოლაპარაკებაზე წახვიდეთ და შეგიძლიათ ღირებულებები შეიცვალოთ, საყვარელი ადამიანის აზრი გაითვალისწინოთ, მიხვიდეთ კომპრომისამდე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს პარტნიორის ზეწოლის შედეგად არ უნდა გააკეთოთ.
თუკი იცვლით აზრს, ღირებულებებს, ეს თავად გულწრფელად უნდა გსურდეთ.
2. იძულებული ხართ იყოთ მორჩილი - მიირთმევთ საჭმელს, რომლის მოტანაც თავად გადაწყვიტა,თქვენთან კონსულტაციის გარეშე. აცმევთ შვილებს და იცვამთ თავადაც ისე, როგორც მას მოეწონება. ის იღებს ამ მორჩილ საქციელს, თვლის, რომ ეს ნორმაა და ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც თავად სურს - ეს ცუდი ნიშანია. ასეთი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს.
3. არ გცემთ პატივს - პატივცემის ნაკლებობა ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული. ზოგი ამას ემოციურად, ზოგიც ვერბალურად გამოხატავს და ავლენენ აგრესიულ ქცევებს. ის გეგმავს რაიმეს ისე, რომ თქვენს აზრს არ ითვალისწინებს, არაფრად გაგდებთ. პარტნიორი შეიძლება გიწოდებდეთ დამამცირებელ სახელებს, გამცირებდეთ, როცა ამის საშუალება მიეცემა.
4. არ აღელვებს თქვენი ემოციური და სექსუალური საჭიროებები - ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ერთგვარად გაალამაზოთ და გაახალისოთ საყვარელი ადამიანის ყოველი დღე. მოქმედებთ მისი საჭიროებებისა და სურვილების შესაბამისად, ივიწყებთ საკუთარ სურვილებს.
ის თვლის, რომ თქვენი სურვილები მისი სურვილების იდენტურია. არ გეკითხებათ, არ ინტერესდება თქვენი საჭიროებებით. არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ ხართ. თქვენთვის რთული და მტანჯველი იქნება ასეთ ადამიანთან ცხოვრება.
5. პარტნიორი ითხოვს ზრუნვას თქვენგან, მაგრამ თავად არასოდეს იჩენს მზრუნველობას - ყოველთვის ზრუნავთ საყვარელ ადამიანზე და მოგწონთ რა ბედნიერად გრძნობს თავს ის, როცა ამას აკეთებთ, მოგწონთ, რომ თქვენი ქმედებების გამო კარგ ხასიათზეა, თუმცა თავად არ ცდილობს ზრუნვითვე გიპასუხოთ.
ის შესაძლოა დედად აღგიქვამთ, რომლისგანაც მხოლოდ მზრუნველობასაა შეჩვეული და თავად არასოდეს უზრუნია მასზე. ეს აუცილებლად უნდა მიიღოთ ნიშნად იმისა, რომ ურთიერთობაში ყველაფერი რიგზე არაა.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>