5 ვარსკვლავი, რომლებმაც მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში არაჩვეულებრივი ფორმა დაიბრუნეს
- 13.07.2017
მშობიარობის შემდეგ ქალებს ხშირად უჭირთ ძველი ფორმების დაბრუნება, ამისათვის ხანდახან 1-2 წელიც კი სჭირდებათ. ვარსკვლავებს კი ამის ფუფუნება არ აქვთ, რადგან ისინი მალე უნდა დაუბრუნდნენ სამსახურს, რომელიც სწორედ საკუთარი ფორმებისა და გარეგნობის წყალობით აქვთ.
გაგაცნობთ 6 ვარსკვლავს, რომლებიც მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში ჩადგნენ ფორმაში.
ბლეიკ ლაივლი
სერიალ „ჭორიკანას“ ვარსკვლავი ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი გასულ წელს მეორედ გახდნენ მშობლები. ბავშვის დაბადებიდან 2 თვის შემდეგ მსახიობი მსახიობი იდელალურ ფორმაში გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. ბლეიკმა განაცხადა წონაში ორი დიეტოლოგის და იოგის სპეციალისტის დახმარებით დაიკლო.
ოლივია უაილდი
გასული წლის ოქრომბერში 32 წლის ასაკში ოლივიამ გოგონა დეიზი ჟოზეფინა გააჩინა. ბავშვის დაბადებიდან ორ თვეში მსახიობი „ექიმი ჰაუსის“ გადაღებებს დაუბრუნდა. უაილდმა ძალიან სწრაფად დაიბრუნა ფორმები, ამაში კი სპორტ დარბაზში ვარჯიში დაეხმარა.
ნატალია ვოდიონოვა
გასული წლის ივნისში ნატალია მეხუთედ გახდა დედა. მას ფრანგ მილიარდელისგან ვაჟი - არნო შეეძინა. ბავშვის დაბადებიდან ორ კვირაში სუპერ მოდელი პოდიუმზე გამოვიდა და Givenchy-ის მოდის სახლის გაზაფხული- ზაფხულის 2017 წლის კოლექცია წარადგინა. მისი თქმით წონაში დაკლებაში გენეტიკა და სპეციალური, სისხლის ჯგუფის მიხედვით შედგენილი დიეტა დაეხმარა.
კენდის სვეინპოლი
„ვიქტორია სეკრეტის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი გასული წლის ოქტომბერში პირველად გახდა დედა. შვილი მოდელმა საყვარელი მამაკაცისგან გააჩინა. ბავშვის დაბადებიდან 3 თვის შემდეგ ახალგაზრდა დედამ ბიკინებში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რვა თვეში კი აქტიურად ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში. კენდისი ამბობს რომ ფორმის დაბრუნებაში სპორტი და ჰიდრო მასაჟი დაეხმარა.
ირინა შეიკი
2017 წლის მარტში ირინა შეიკსა და ბრედლი კუპერს ქალიშვილი შეეძინათ. ორსულობისას შეიკმა 15 კილოგრამი მოიმატა, მაგრამ მშობიარობიდან ერთ თვეში არაჩვეულებრივ ფორმაში გამოჩნდა საზოგადოებაში. ზედმეტ კილოგრამებს თავი პირადი ტრენერისა და პილატესის წყალობით დააღწია.
თემები: ორსულობა, მშობლები და შვილები, ჩაცმულობა, ვარსკვლავები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია