მსოფლიოს უამრავი ქალი (და არა მხოლოდ) შენატრის იაპონელების თხელ, კუნთიან ფიგურას და ოცნებობს, მათსავით ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. იაპონელების სილამაზის საიდუმლო კი შიმშილს სულაც არ გულისხმობს: ისინი უბრალოდ ჯანსაღად იკვებებიან.
იაპონიაში ოკინავას კუნძულს „დღეგრძელობის კუნძულს“ უწოდებენ, რადგან ადგილობრივების სიცოცხლის ხანგრძლივობა მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით გაცილებით მეტია. მიზეზი კენტას მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპეციალური დიეტაა, რომელსაც მკაცრად იცავენ: ეს დიეტა მათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს პრევენციაში ეხმარება — ამ დაავადებების მაჩვენებლები ოკინავაზე მინიმუმამდეა დაყვანილი.
ცოტა რამ „ოკინავას დიეტის“ შესახებ
დაბალკალორიული დიეტა დიდი რაოდენობით ფერმენტირებული საკვების, მათ შორის — მწვანე და ყვითელი ბოსტნეულის, სოიოს, ბრინჯის და ტკბილი კარტოფილის მიღებას გულისხმობს. რაციონის ძირითადი კერძებია „ნატო“, „მისო“, „ საცუმაიმო“ და „მოჩი“.
- „ნატო“ ტრადიციული იაპონური კერძია, რომელიც ფერმენტირებული სოიოს მარცვლებისგან მზადდება. მის შემცველობაში დიდი რაოდენობით ალფა გლიცერილფოსფორილქოლინია (alpha GBC), რომელიც ზრდის ჰორმონის სეკრეციას აძლიერებს. „ნატო“ ასევე შეიცავს ვიტამინ K2-ს, რომელიც ძვლებს ამაგრებს და ნატოკინეზის ფერმენტს, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციას ემსახურება.
- „მისო“ ტრადიციული იაპონური კერძია, რომელიც ფერმენტირებული სოიოს მარცვლებისგან მზადდება. მას სქელი პასტას მსგავსი სტრუქტურა აქვს. „მისოს“ შემცველობაში არსებული ნივთიერება L-ტრიპტოფანი მელატონინად გარდაიქმნება, მისი მიღება კი ძილის და ხასიათის გაუმჯობესებას და ჰიალურონის მჟავას დარეგულირებას განაპირობებს; ჰიალურონის გამოყოფის შედეგად საგრძნობლად ახალგაზრდავდება კანი.
- „საცუმაიმო“ იაპონური ტკბილი კარტოფილია — ოკინავაზე ყველაზე მეტად გავრცელებული საკვები პროდუქტი. ის მდიდარია GABA ამინომჟავებით, რაც ჰიპოფიზის ჯირკვლის სტიმულირებით ზრდის ჰორმონის გამოყოფას აძლიერებს; ანტიოქსიდანტური ფლავონოიდები კი უჯრედებს თავისუფალი რადიკალების გაჩენისგან იცავს.
- „მოჩი“ ფერმენტირებული ტკბილი ბრინჯია, რომელიც სავსეა B და C ვიტამინებით, კალციუმით, ფოსფორით და რკინით. მას მცირე დოზებით იღებენ, ენერგიის და გამძლეობის მოსამატებლად.
ბუნებრივია, სტატიის კითხვისას გაგიჩნდება კითხვა: „რა ვქნათ მათ, ვინც ოკინავაზე არ ვცხოვრობთ?“ TREND-ი ორ გამოსავალს გთავაზობს:
- საცხოვრებლად ოკინავაზე უნდა გადახვიდე :)
- ოკინავაზე წარმოებული ბუნებრივი დანამატი — Kenta მიიღო
რა არის Kenta?
Kenta უგემრიელესი ბუნებრივი საკვები დანამატია. მას ოკინავას პრეფექტურაში ამზადებენ. ფხვნილს, რომელიც წყალში იხსნება, ატმის გემო აქვს და მიიღება ფერმენტირებული იაპონური სოიოსგან, ბრინჯისა და ტკბილი კარტოფილისგან. Kenta-ს ხანგრძლივი მიღება ორგანიზმში ზრდის ჰორმონს აბალანსებს, რაც ადამიანს ძალას, ჯანმრთელობას და ენერგიას ანიჭებს.
რისგან შედგება?
Kenta-ს ფორმულა მთლიანად ვეგანურია: ცხოველებზე გამოცდილი არ არის, ყველა ინგრედიენტი ბუნებრივია, არ შეიცავს ხელოვნურ ესენციებს და კონსერვანტებს. ალბათ, საჭირო აღარაა აღვნიშნოთ, რომ არც გენმოდიფიცირებულია.
Kenta-ს მოქმედებით:
უმჯობესდება განწყობა, მეხსიერება და ძილის ხარისხი. სისხლში შაქრის შემცველობა ბალანსდება, რეგულირდება არტერიული წნევა და წონა.
უმჯობესდება კანის, თმის და ფრჩხილების სტრუქტურა: კანის ფერი მეტად ერთგვაროვანი ხდება და ნაკლებად მიდრეკილია დაბერებისკენ.
Kenta-ს მიღების წესები:
პირველი თვის განმავლობაში მიიღება დღეში ორი პაკეტი — დილით ერთი საათით ადრე ცილებით მდიდარ საუზმემდე და საღამოს — ერთი საათით ადრე ცილებით მდიდარ ვახშმამდე. ხუთი დღის შემდეგ ორი დღე ვისვენებთ და შემდეგ ციკლს ვიმაორებით. მეორე თვესაც იმავე პრინციპით მიიღება, მხოლოდ დღეში ერთხელ — დილობით.
Kenta-ს გახსნა არ არის მიზანშეწონილი ხილის წვენებში, რძესა და ტკბილ სასმელებში. უნდა დაილიოს წყალში გახსნისთანავე. თუ სოიოზე, ბრინჯზე ან ტკბილ კარტოფილზე ალერგია გაქვს, Kenta-ს მიღებას არ გირჩევთ.
თემები: ფორმის შენარჩუნება, იაპონელების უნაკლო სხეულის საიდუმლო, Kenta, Okinawa, ბუნებრივი საკვები დანამატი, სასარგებლო მინერალები, ვიტამინები და მინერალები, სასურველი ფიგურა