მშობლები

მეორე შვილები პრობლემების შემქმნელები არიან და მიდრეკილება აქვთ დანაშაულისკენ - მეცნიერების დასკვნა

მეორე შვილები პრობლემების შემქმნელები არიან და მიდრეკილება აქვთ დანაშაულისკენ - მეცნიერების დასკვნა

გავრცელებული აზრია, რომ როცა რაიმე სახის დანაშაულს ოჯახის რიგით მეორე შვილი ჩადის, მას არ სჯიან თავისი ქმედების გამო. შესაძლოა, ყველა ოჯახში ასე არ ხდება, თუმცა ტენდენციაა და საბოლოო ჯამში, შეიძლება არასწორმა აღზრდამ და გარემომ ადამიანი კრიმინალად აქციოს.

ასეთი ადამიანები ქვეცნობიერად თვლიან, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია და ამის გამო მათ არავინ დასჯით.

მეცნიერებმა ცხადყვეს, რომ ოჯახში რიგით მეორედ დაბადებული ბავშვები მიდრეკილნი არიან დანაშაულის ჩადენისკენ, პრობლემების შექმნისკენ და ზრდასრულ ასაკში, შესაძლოა, ციხეშიც მოხვდნენ.

მეორე შვილები პრობლემების შემქმნელები არიან და მიდრეკილება აქვთ დანაშაულისკენ - მეცნიერების დასკვნა

მკვლევარი ჯოზეფ დოილი წერს, რომ ეს ტენდენცია ვლინდება განსაკუთრებით ბიჭებში. დოილის თქმით, რიგით მეორე ბავშვები მიდრეკილნი არიან წესების დამსხვრევისკენ. ისინი ცდილობენ ყველას და ყველაფერს შეეწინააღმდეგონ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თავდაპირველად დაუმორჩილებლობა სკოლაში დისციპლინის დარღვევით ვლინდება, შემდეგ რაიმე უმნიშვნელო სამართალდარღვევა შეიძლება ჩაიდინონ, ხოლო უკვე ზრდასრულ ასაკში ნამდვილ დამნაშავედ ჩამოყალიბდნენ.

მეორე შვილები პრობლემების შემქმნელები არიან და მიდრეკილება აქვთ დანაშაულისკენ - მეცნიერების დასკვნა

რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია აღზრდის ჯანსაღ გარემოსა და სკოლის ხარისზე, რომელსაც ბავშვებისთვის მშობლები ირჩევენ.

პირველი შვილები ერთგვარად მაგალითები არიან მათზე უმცროსებისთვის. მეორე შვილებს ხშირად მიუთითებენ, რომ უნდა მიბაძონ თავიანთ უფროს დას, ან ძმას, რაც რეალურად მოზარდზე მძიმე ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს და ეს აღზრდის არასწორი მეთოდია.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მშობლები განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენენ პირველი შვილის აღზრდის პროცესში და დანარჩენი შვილები უფრო მარტივად იზრდებიან. ისინი ცდილობენ ოჯახში, სკოლაში და ნებისმიერ გარემოში, სადაც უწევთ ყოფნა, წესებს არ დაემორჩილონ.

რა თქმა უნდა,ეს არ ეხება ყველა ოჯახს, ვინაიდან ყველაფერი ინდივიდუალურია და აღზრდის მეთოდებზეა დამოკიდებული, თუმცა ტენდენციაა.



<a href="https://www.unilad.co.uk/">https://www.unilad.co.uk/</a>