H&M-ისა და ERDEM-ის კოლაბორაცია - დახვეწილი და რომანტიკული სამოსის ხაზი
- 14.07.2017
H&M2018 წლისთვის წარმოგვიდგენს ახალ კოლაბორაციას დიზაინერ ერდემ მორალიოღლუსთან ერთად, რომელსაც ეკუთვნის ბრიტანული ბრენდი ERDEM.
ERDEM ბოლო წლებია „ინსაიდერების“ ფავორიტია. ბრენდი ძირითადად ქალის სამოსს უშვებს, რომელიც მდიდრული დეტალებით და ქალურობით გამოირჩევა. მოდის კრიტიკოსები წერენ, რომ ახალ კოლაბორაციას უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება.
დიზაინერები მომხმარებელს ახალს და განსხვავებულს სთავაზობენ. ამბობენ, რომ ეს იქნება დახვეწილი და რომანტიკული სამოსი.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ERDEM მამაკაცის ხაზის სამოსსაც შექმნის.
H&M-სა და ERDEM-ის კოლაბორაციაზე ავსტრალიელმა რეჟისორმა ბაზ ლურმენმა ვიდეორგოლიც გადაიღო.
თემები: სტილი, h&m, მოდა, ტანსაცმელი, ტრენდი, 2017 წლის ტენდენციები
<a href="http://www.highsnobiety.com">http://www.highsnobiety.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია