LIFE

როგორ ქალებს უმართლებთ სიყვარულში და როგორებს არა

როგორ ქალებს უმართლებთ სიყვარულში და როგორებს არა

გაუმართლებს სიყვარულში, თუ...

1. თუ ის იღებს საკუთარ თავს მთლიანად, თუნდაც მაშინ, როცა სურს რაიმე შეცვალოს საკუთარ თავში. მან უბრალოდ იცის საკუთარი თავის ფასი, და არ ეძებს ურთიერთობებს პატივისცემის შესანარჩუნებლად.

2. ის აღიქვამს სხვებს ისეთებად, როგორებიც ისინი არიან, არ ცდილობს შეცვალოს ისინი.

3. ის არ უარყოფს საკუთარ დამოკიდებულას ცხოვრების ნებისმიერი მხარისადმი, სექსუალურის ჩათვლით, არ ახშობს არც „უარყოფით“ ემოციებს, და არც „დადებითს“.

4. მისი თვითშეფასება საკმაოდ მაღალია, ასე რომ ის იღებს სიამოვნებას მამაკაცების საზოგადოებაში ყოფნით, რომლებიც კარგები არიან უბრალოდ ისეთები, როგორებიც არიან.

5. თუ ურთიერთობებს მხოლოდ უსიამოვნება მოაქვთ და ანადგურებენ მის პიროვნებას, მას შეუძლია თქვას: „წავიდეს“ - და ამასთანავე არ მიეცემა სასოწარკვეთილებას. მას ჰყავს გულითადი მეგობრები, მას გააჩნია ჯანმრთელი, ღრმა ინტერესები ცხოვრებაში, რაც დაეხმარება გადაიტანოს კრიზისი.

როგორ ქალებს უმართლებთ სიყვარულში და როგორებს არა

6. მას შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი ჯანმრთელობა, საკუთარი კეთილდღეობა. მას არ იზიდავს დაძაბული ბრძოლა ურთიერთობებში, დრამა, ქაოსი.

7. მან იცის, რომ მყარი, განვითარებადი, ჯანმრთელი ურთიერთობები აქვთ პარტნიორებს, რომლებსაც მსგავსი ფასეულობები, ინტერესები და მიზნები აქვთ. მან ასევე იცის, რომ ის ყველაფერი საუკეთესოს ღირსია, რაც შეიძლება შესთავაზოს ცხოვრებამ.

მას არ უმართლებს სიყვარულში. რატომ?

1. ხშირად ისინი დისფუნქციონალური (არაჯანმრთელი) ოჯახიდან არიან, სადაც არ კმაყოფილდებოდა მათი ემოციური მოთხოვნილებები.

2. მათზე ცოტას ზრუნავდნენ, და ისინი იწყებენ გაძლიერებულ ზრუნვას ვინმეზე, განსაკუთრებით რთული ბედის მქონე მამაკაცზე, საკუთარი ყურადღების დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილების შევსებას. მათი მოწოდებაა - გადაარჩინონ.

3. ისინი არ ჩერდებიან არანაირი დროის, ძალებისა და თუნდაც ფულის დანახარჯების წინაშე, თუ ეს „შველის“ საყვარელ მამაკაცს.

როგორ ქალებს უმართლებთ სიყვარულში და როგორებს არა

4. რადგან საკუთარ ოჯახში ისინი მიჩვეულები იყვნენ სიყვარულის უკმარისობას, ეს ქალები მზად არიან რამდენიც საჭიროა ელოდონ, იქონიონ იმედი და აკეთონ ყველაფერი შესაძლებელი, რათა მიანიჭონ სიამოვნება საკუთარ რჩეულს.

5. თვითშეფასება მათ ძალიან დაბალი აქვთ, და გულის სიღრმეში მათ არ სჯერათ, რომ ღირსები არიან იყვნენ ბედნიერები.

6. მათ იზიდავთ პრობლემებიანი ადამიანები, რომლებსაც ესაჭიროებათ „გადარჩენა“.

7. მათ არ იზიდავთ კეთილი, ცხოვრებაში მყარი, საიმედო ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ ისინი. ასეთი მამაკაცები მათთვის უბრალოდ საყვარელი, მაგრამ მოსაწყენი ადამიანები არიან.