7 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ ზაფხული და შვებულება იდეალურად გაატაროთ და შესაშური სხეული გქონდეთ
- 17.07.2017
1. ნახშირწყლები - არის ნახშირწყლების კატეგორია, რომელი მეტაბოლიზმს პროცესს ანელებს და ამის გამო თავს იჩენს ჰორმონალური დისბალანსი, ხოლო არის ნახშირწყლები, რომლებიც პირიქით, მეტაბოლიზმს აჩქარებს.
ამიტომ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უარი თქვით ნახშირწყლების შემცველ ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა პური, მარცვლეული, პასტა, პიცა და ხელოვნური ტკბილეული. მიირთვით ნახშირწყლების შემცველი ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ხილი, ხილის წვენი, თეთრი ბრინჯი და ბოსტნეული.
2. დიეტა - სწორი და ჯანსაღი დიეტის დროს ბალანსდება ჰორმონები, უკეთ მუშაობს საჭმლის მომნელები სისტემა და ასევე, ის ხელს უწყობს დეტოქსიკაციას. საუკეთესოა თუ საჭმელს შეჭამთ შუადღიდან საღამოს რვა საათამდე პერიოდში. შუადღემდე შეგიძლიათ მიირთათ ყავა, ჩაი, წყალი, ქოქოსის წყალი და ხილის წვენები.
დიეტის ეფექტურობა გაიზრდება, თუ ერთ ჩაის კოვზ ქოქოსის ზეთს დაამატებთ ჩაის, ან ყავას. მიირთვით საჭმელი 12-დან რვა საათამდე, თუმცა აუცილებლად ზომიერად. რეკომენდებულია ამ პერიოდში ორჯერ ჭამა.
ადამიანებისთვის, რომლებსაც რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ეს დიეტა რეკომენდებული არ არის.
3. მონელება - არ მიირთვათ ისეთი საჭმელი, რომლის მონელებაც კუჭს უჭირს - ესენია გლუტენის შემცველობის საკვები, ლობიო, ზოგიერთი სახის ბოსტნეული, მაგალითად, ბროკოლი და მუქფოთლოვანი მწვანილი, დიდი სალათის ფურცლები, პროტეინების შემცველი ფხვნილები.
4. ზაფხულის საჭმელები - ჭამეთ ხამანწკები, იდეალურია კვირაში 6-ჯერ. ის შეიცავს მინერალებს, რომელიც საჭიროა მეტაბოლიზმისთვის, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ასევე ხელს უშლის თავიდან თმის ცვენას.
მიირთვით სხვა ზღვის პროდუქტები, ის პროტეინების იდეალური წყაროა. მიირთვით ჭარხალი კვირაში სამჯერ მაინც. ის ღვიძლის უკეთ მუშაობაში ეხმარება.
მიირთვით ზაფხულში სხვადასხვა სახის ხილი, ის ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით ავსებს ორგანიზმს. ასევე ხილი არის ენერგიის საუკეთესო წყარო. ყოველ დღე აუცილებლად მიიღეთ მცირე რაოდენობის ქოქოსის ზეთი. გარდა იმისა, რომ ის ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უკეთ მუშაობას, ასევე გავსებთ ენრგიით. შეურიეთ ის ბოსტნეულს, ან რაიმე საჭმელს, რასაც დღის განმავლობაში მიირთმევთ,
5. წვეულება - არასოდეს დალიოთ ალკოჰოლი, როცა მშიერი ხართ და კუჭი ცარიელი გაქვთ. მიირთვით საჭმელი დალევამდე. აუცილებლად მხოლოდ ხარისხიანი საკვები და სასმელი მიიღეთ. დალიეთ ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი, ან ვაშლის წვენი ნასვამ მდგომარეობაში სახლში წასვლამდე. ეს გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, მთლიანად ჩვეულ ფორმაში ვერ დაბრუნდებით, მაგრამ დაგეხმარებათ რომ მორგანიზმიდან ალკოჰოლი სწრაფად გამოიდევნოს.
6. სტრესი - სტრესი არის პირველი რამ, რაც აფეხრებს მეტაბოლიზმს, ასევე ის ასუსტებს იმუნურ სისტემას. აირჩიე აქტივობა, რომელიც თქვენს განტვირთვას შეუწყობს ხელს. დაიწყეთ ყოველდღიურად მარტივი იოგით, განმარტოვდით წყნარ ადგილას, იცეკვეთ, დახატეთ, დაუკარით რაიმე საკრავზე, ღრმად ისუნთქეთ, დაკავდით მედიტაციით. ეს აქტივობები აბალანსებს ჰორმონებს და ხელს უწყობს ჯანმრთელობას.
7. მზე - ხშირად მოგვისმენია, რომ მზე, მზის სხივები სახიფათოა, რომ ის იწვევს კიბოს. თუმცა ამასთანავე მზის სხივებისგან მთლიანად თავის არიდებაც არ შეიძლება, ვინაიდან ეს D ვიტამინის დეფიციტს იწვევს. ორი კვირის განმავლობაში მცირე ხნით მიეფიცხეთ მზის სხივებს, დღეში მხოლოდ 10 წუთი. დარწმუნდით რომ ხარისხიან მზისგან დამცავ კრემს იყენებთ. ამ მეთოდით ორგანიზმი D ვიტამინით იქნება სავსე და ამავდროულად მზე რაიმე დაავადების გამომწვევი მიზეზი ვერ გახდება.
თემები: თავის მოვლა, სტილი, რჩევები
<a href="http://www.harpersbazaar.com/">http://www.harpersbazaar.com/</a>