ძალიან დიდი განსხვავებაა ჯანსაღ და მომწამვლელ, მტანჯველ ურთიერთობას შორის, მაგრამ ეს განსხვავება ყოველთვის ნათელი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი სიყვარულითაა დაბრმავებული.
ამბობენ, რომ სიყვარული ადამიანს აბრმავებს, განსაკუთრებით თანაცხოვრების პირველ ეტაპზე, თუმცა მალე აღმოაჩენს, რომ ურთიერთობას მისთვის ბედნიერება არ მოაქვს.
გთავაზობთ 7 რამეს, რაც უნდა იცოდეთ, თუ ურთიერთობაში ბედნიერი არ ხართ:
1. ნუ დაკმაყოფილდებით მცირედით, თქვენ მეტს იმსახურებთ - შეიძლება წლებია ერთად ხართ, მაგრამ არ ხართ ბედნიერი, ვერ იღებთ ურთიერთობისგან იმას, რისი მოლოდინიც გქონდათ. იქნებ დროა, რომ მიიღოთ ცხოვრებისგან ის, რაც გსურთ, იქნებ დროა იზრუნოთ საკუთარ ბედნიერებაზე. ისწავლეთ როგორ ისიამოვნოთ ცხოვრებით, სანამ უკეთესი ადამიანი გამოჩნდება.
2. თუ კაცს ნამდვილად უყვარხართ, იზრუნებს, რომ გახდეს უკეთესი თქვენ გამო - მართალია ამბობენ, რომ არუნდა სცადო საყვარელი ადმიანის ცვლილება და უნდა მიიღო ის ისეთი როგორიც არის, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ იმუშაო იმაზე, რომ ის გახდეს უკეთესი. თუ მამაკაცს ნამდვილად უყვარხართ, ის აუცილებლად გახდება თქვენ გამო უკეთესი, ხოლო თუ არ ცდილობს შეიცვალოს, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ მასთან თანაცხოვრება თანდათან უფრო მტანჯველი გახდება.
3. გააცნობიერეთ, რომ ცხოვრება მხოლოდ პარტნიორის გარშემო ბრუნავს - ფსიქოლოგი ტერეზა დიდონატო ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დროის გადანაწილება შეგეძლოთ. არ უნდა გაატაროთ მთელი დრო მხოლოდ პარტნიორთან. სამყაროში სხვა რაღაცებიც არსებობს, რამაც შეიძლება ბედნიერება მოგიტანოთ.თანაბრად მნიშვნელოვანია პარტნიორთან დროის გატარება, ახალი ურთიერთობები, სამსახური და ასევე დრო გართობისთვის.
4. ნუ დარჩებით ერთად მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობთ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება - ურთიერთობაში მოთმინება აუცილებელია, მაგრამ თუ ძალიან დიდი ხანია ითმენთ და ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ იცვლება, სისულელეა ლოდინი. დროა განშორების. ერთად გატარებული დრო, მხოლოდ იმედგაცრუებას, სკანდალებს და უბედურების განცდას მოგიტანთ.
5. ნუ მოითმენთ დამცირებას - თუ ის პატივს არ გცემთ, ყველა შესაძლებლობისთანავე გამცირებთ, დაფიქრდით, იქნებ სჯობს მის გარეშე ცხოვრება. თუ მამაკაცს ნამდვილად უყვარხართ, მასთან თავს არაკომფორტულად არ იგრძნობთ.
6. გაეცალეთ თუ შეურაცხყოფას გაყენებთ - რა შეიძლება იყოს უფრო საშინელი ურთიერთობაში ვიდრე საყვარელი ადმიანის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა?! არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება ვინმესგან ასეთი შეურაცხყოფა აიტანოთ და გახსოვდეთ, რომ ადამიანები არ იცვლებიან და თუ ის ერთხელ ასე მოიქცა, იგივეს კიდევ გაიმეორებს.
7. შეწყვიტეთ თავის მართლება მისი ცუდი ქცევების გამო - ორივე თქვენგანი ზრდასრული ადამიანია და თავად ხართ პასუხისმგებლები თქვენს ქცევებზე. მისი საშინელი ქცევების გამო საზოგადოებაში თქვენ არ უნდა იმართლოთ თავი. თუ ის აგრძელებს ქმედებებს, რომლებიც გულს გტკენთ, უმჯობესია, შეწყვიტოთ თანაცხოვრება და დატკბეთ საკუთარი ცხოვრებით.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები, ქალები
<a href="http://www.femalenetwork.com">http://www.femalenetwork.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია