როგორები იქნებით სიბერეში - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
- 20.07.2017
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილნი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან დაკავშირებით.
ყველაზე მეტად ახალგაზრდული სულით, ოპტიმიზმითა და შემართებით ცეცხლის ნიშნები გამოირჩევიან.
ვერძები, ლომები და მშვილდოსნები არასოდეს ეპუებიან წლების მატებას. ყოველთვის ცდილობენ დინამიურად, სავსე ცხოვრების რიტმით იცხოვრონ და სხვებიც წააქეზონ ამისკენ. მათთვის დამახასიათებელი მოუსვენრობა და რისკის სიყვარული. მათი ცხოვრების სტილი ასაკში შეიძლება სხვადასხვა სახის ტრავმისა და მოტეხილობის მიზეზი გახდეს. ამიტომ ცეცხლის ნიშნები ძირითადად მხოლოდ ამ შემთხვევის გამო ეჯაჭვებიან სახლს, წამლებს და ლოგინს.
აი, რაც შეეხებათ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს – ტყუპს, სასწორებსა და მერწყულებს, მათშიც საკმარისზე მეტადაა ახალგაზრდული შემართება და ცხოვრების აზარტი. ყველაზე ინფანტილური ჰაერებს შორის, ტყუპია. ისინი ხანდაზმულ ასაკამდე ინარჩუნებენ "დიდი ბავშვის" ხასიათს. რაც შეეხებათ მერწყულებს, უმეტეს შემთხვევაში, ისინი სიბერის მძიმე უღელს ემორჩილებიან. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო "ცელქდებიან".
ბავშვობაში არაბავშვურად სერიოზული მერწყული, ოთხმოცი წლის ასაკში შეიძლება დახეული ჯინსებით და კედებით ნახოთ, რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში სამოგზაუროდ მიმავალი, არ უნდა გაგიკვირდეთ. სასწორის შემთხვევაში კი, წლების მატება მათთვის გარეგნული მომხიბვლელობის დაკარგვის საშიშროებასთან ასოცირდება. ამიტომ ისინი ხშირად სტუმრობენ ესთეტიკ-ცენტრებს.
მიწის სტიქიის წარმომადგენლებს - კუროს, ქალწულსა და თხის რქას, როგორც წესი, ასაკის მატება პირიქით მომხიბვლელობას ჰმატებთ. თხის რქა ბავშვობის ასაკში სერიოზულები არიან, ხოლო როცა წლები ემატებათ, ახალგაზრდული შემართებით გამოირჩევიან.
კუროებისთვის ასაკის მატება წონის მატებას უკავშირდება, ის ვეღარაა ისეთი მოქნილი, როგორიც ადრე იყო და ამას ძალიან განიცდის. ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, ასაკის მატება გარეგნობაზე მეტად ხასიათზე ეტყობათ. დაბადებიდან კრიტიკული ქალწული, როგორც წესი ასაკში უფრო მეტად კრიტიკული და მეწვრილმანე ხდება.
წყლის სტიქიის წარმომადგენლებს - კირჩხიბს, თევზებსა და მორიელს ხშირად სტრესის და გადამეტებული ემოციების გამო, ასაკი ნაადრევად ეტყობათ. კირჩხიბები ორი ტიპის არიან. ერთნი, რომელთაც "მუდმივი ბავშვები" ჰქვიათ და ჯიუტად არ სურთ გაზრდა, ხოლო მეორე, რომელსაც სხვებზე ზრუნვის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება. ასეთი ხალხისგან, როგორც წესი ყველაზე ნამდვილი და "ტკბილი ბებია-ბაბუები" გამოდიან, რომლებიც უზომოდ უყვართ შვილიშვილებს. მორიელები რისკის სიყვარულითა და ავანტიურიზმით გამოირჩევიან.
ხანდაზმულ ასაკამდე არ ქრება მათში საპირისპირო სქესისადმი გაცხოველებული ინტერესი. სათუთი, რბილი და ინტუიციური თევზები სიბერის მოახლოვებას გარკვეული, ქვეცნობიერი შიშით ელიან. თუმცა მათ უმრავლესობას ნაკლებად ადარდებს წლების მატების გამო გარეგნული სახეცვლილება, უფრო იმაზე დარდობენ, თუ რამდენი რამის გაკეთებაა კიდევ შესაძლებელი ამ საშინლად მოკლე ცხოვრებაში.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, სიბერე
<a href="http://www.vogue.com/">http://www.vogue.com/</a>