როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ბრედი და ანჯელინა განშორების შემდეგ? – „არ იციან შეძლებენ თუ არა ცხოვრებას უერთმანეთოდ“
- 20.07.2017
ჰოლივუდის ყველაზე ლამაზ წყვილად აღიარებული - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის წყვილი, უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს დაშორდა. მსახიობების გარშემო საზოგადოების ყურადღება არასდროს ნელდება.
ფანებს აინტერესებთ, თუ ვინ იქნება მათი ახალი სიყვარული. მედიამ ანჯელინაც და ბრედიც არაერთ სხვადასხვა ადამიანთან დააწყვილა, თუმცა ყველა მათგანი ჭორი აღმოჩნდა და ისინი მარტოხელა ცხოვრებას აგრძელებენ.
როგორც დასავლური ბულვარული მედია წერს, ყოფილი ცოლ-ქმარი ჯერ ახალი ურთიერთობის დასაწყებად მზად არ არის.
„ახლა ბრედიც და ანჯელინაც კონცენტრირებულები არიან ბავშვებზე და სრულებით არ აინტერესებთ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, ახალი პარტნიორის პოვნა ჯერ არც ერთ მათგანს არ სურს.
ბრედმა ახალი გატაცება იპოვა - დაინტერესებულია სკულპტურით და მის ცხოვრებაში უბრალოდ არ არის ადგილი ახალი რომანისთვის. ანჯელინა კი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს შვილებთან და ეს აძლევს საშუალებას, რომ დეპრესია არ მოერიოს.
გარდა ამისა, ანჯელინასა და ბრედის გული ჯერ გამთელებული არ არის, მათ არ იციან შეძლებენ თუ არა მთელი ცხოვრების გატარებას ერთმანეთის გარეშე“, - ამბობს წყვილთან დაახლოებული წყარო.
თემები: ანჯელია ჯოლი, ბრედ პიტი, დაშორება, გაყრა
<a href="http://www.elle.ru">http://www.elle.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია