შოუბიზნესის მკაცრი კანონების თანახმად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წითელ ხალიჩაზე ვერ მოხვდებით ჭარბი წონაა. საბედნიეროდ, ეს მოსაზრება წარსულს ჩაბარდა და დღეს ხშირად ნახავთ ჭარბწონიან ცნობილ სახეებს ყურადღების ეპიცენტრში.
კეიტ უისლენტი
სკოლაში მუდმივად დასცინოდნენ კლასელები და ათასგვარ მეტსახელს ეძახდნენ. დღეს თავადაც ამბობს, რომ მისი უფორმო კაბები, არც ისე ლამაზად გამოიყურებოდა. ოსკაროსანი მსახიობი მთელი ცხოვრება წონას ებრძოდა. შვილის გაჩენის შემდეგ კი ყველანაირი დიეტა შეწყვიტა და საკუთარ თავთან ჰარმონია იპოვა.
ადელი
ღვთაებრივი ხმის მფლობელ მომღერალს მეტსახელად „დონატს“ ეძახდნენ. კარიერის დასაწყისში ადელი 130 კილოგრამს იწონიდა, მაგრამ პოპულარობის მატებასთან ერთად საჭირო გახდა დიეტა, რომლის საშუალებითაც 40 კილოგრამი დაიკლო. სკანდალური იყო კარლ ლაგერფელდის განცხადება ქალზე, რომელმაც მას ზედმეტად მსუქანი უწოდა. დღეს ამაყობს თავისი სხეულითა და წონით და თვლის რომ ამაზე ნერვიულობა არ ღირს.
გაბოურეი სიდიბე
„ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ ვარსკვლავი 122 კილოგრამს იწონის, თუმცა ეს სულაც არ აკომპლექსებს. როდესაც სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი დაესხა თავს, მათ მიმართა: „მე ახლა კერძო თვიმთმფრინავით მორიგ გადაღებაზე მივფრინავ, თქვენ სად ხართ?
მელისა მაკარტი
მას შემდეგ, რაც მელისა მაკარტიმ მთავარი როლი შეასრულა ფილმში „გოგონა ვეგასიდან“ (2011 წ.) ოსკარის ერთ-ერთი ნომინანტი გახდა და ის ჰოლივუდის ცნობილი მსახიობების რიგებს შეუერთდა. პოპულარობას 41 წლის ასაკში მიაღწია და ამაში სულ არ შეუშლია ხელი ჭარბ წონას. არაჩვეულებრივი იუმორის წყალობით ამაზე ხშირად ხუმრობს და ამბობს, რომ სრულყოფილი ფიგურა აქვს.
ვუპი გოლდბერგი
ის არასოდეს გამოირჩეოდა იდეალური ფორმებით, მაგრამ მსახიობი ამაყობდა იმით, რაც ბუნებამ მისცა. წონას ხელი არ შეუშლია რომ ქალი ოთხი ამერიკული ჯილდოს მფლობელი გამხდარიყო - "ოსკარი", "გრემი", "ტონი" და "ემი".
კიმ კარდაშიანი
კიმი არასოდეს ყოფილა გამხდარი და ამის გამო კომპლექსიც არ გასჩენია. პირიქით ყოველთვის ისეთ მჭიდრო კაბებსა და კოსტიუმებს იცვამს, რომ როგორც თავად ამბობს, ბრწყინვალე ფორმებს ხაზი გაუსვას.
ოპრა უინფრი
კიდევ ერთი ქალი, რომელმაც დაამტკიცა რომ დიდების ხეივანზე მიმავალ ბილიკზე ჭარბი წონა ხელის შემშლელი არაა. იყო პერიოდი რომ 169 სმ სიმაღლის ქალი 108 კილოგრამს იწონიდა.
ეშლი გრეჰემი
ეშლი 29 წლის ამერიკელი მოდელია. მისი სურათები წლებია წამყვანი გამოცემების გარეკანზე იბეჭდება. მას აკრიტიკებენ რომ სიმსუქნის პოპულარიზაციას ეწევა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ხშირად დგას პოდიუმზე და დიზაინერებს ძალიან უყვართ.
თემები: წონა, ჰოლივუდი, ვარსკვლავები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია