LIFE

5 სიმართლე, რომელსაც თუ მიიღებთ, უკეთესი ლიდერი იქნებით

5 სიმართლე, რომელსაც თუ მიიღებთ, უკეთესი ლიდერი იქნებით

ლიდერებს აქვთ აღიარება, ძალა, უზრუნველი ცხოვრება - ასე ჩანს „სცენაზე“, თუმცა სცენის მიღმა ამ ადამიანების ცხოვრება არ არის მარტივი. მათი სირთულეების შესახებ საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. ლიდერების საქმე გაცილებით მეტი და რთულია, ვიდრე ის, რასაც დანარჩენები ხედავენ.

ლიდერის რეალური საქმიანობა ხშირად შეუმჩნეველი რჩება. მათ მკაცრი, რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.

ლიდერების გამოცდილება ძალიან ბევრი მომენტითაა სავსე, მათ შორისაა, იმედგაცრუება და მარცხიც, თუმცა მარცხი ჭკვიანი ადამიანისთვის მხოლოდ გაკვეთილია და იმის შესაძლებლობა, რომ ხვალ იმაზე უკეთესი ლიდერი იქნება, ვიდრე დღეს არის.

არსებობს 5 რამ, რომელიც ყველა დიდმა ლიდერმა უნდა იცოდეს:

1. ნდობას მოპოვება სჭირდება - ნდობა სამსახურის დასახელებიდან არ მოდის, ნდობას ადამიანები მოიპოვებენ. ამისთვის დრო და ძალისხმევა გჭირდებათ. შეიძლება მოაწონოთ დანარჩენებს თავი, მაგრამ ნდობის ხარისხი დაბალი გქონდეთ, ამიტომ სხვებისთვის თავის მოწონებაზე მეტად, სჯობს ნდობის მოპოვებაზე იზრუნოთ.

2. თქვენი ფუნქცია არის მართვა და არა მეგობრების შეძენა - თქვენ შეიძლება ფიქრობთ რომ თქვენი, როგორც ლიდერის პოზიცია გაძლევთ ლიცენზიას, რომ თქვათ, ან გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც გსურთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ კომპანიაში ხართ იმისთვის, რომ იყოთ ხელმძღვანელი და არა იმისთვის, რომ შეიძინოთ მეგობრები.

5 სიმართლე, რომელსაც თუ მიიღებთ, უკეთესი ლიდერი იქნებით

კეთილშობილების გამოჩენა შეიძლება არ იყოს მომგებიანი, მაგრამ ამავდროულად ეს მნიშვნელოვანიცაა. უნდა შეგეძლოთ ბალანსის დაცვა. მთავარია, სიკეთე, რომელსაც თანამშრომლების მიმართ გამოიჩენთ, იყოს გაცნობიერებული.

3. სიტყვები უმნიშვნელოა - ყველას შეუძლია ისაუბროს და წარადგინოს თავისი შთამბეჭდავი გეგმები, მაგრამ თქვენი სიტყვები იქნება უმნიშვნელო, სანამ კონკრეტულ მოქმედებაზე არ გადახვალთ. სიტყვები უნდა გაამყაროთ თქვენივე მოქმედებებით, სხვებმა უნდა დაინახონ შედეგი, რომელიც თქვენს ქმედებებს მოჰყვება. ეს ერთგვარად ინსპირაციის წყარო გახდება თანამშრომლებისთვის და მათ თქვენი გეგმის მხარდაჭერისკენ უბიძგებს.

4. გამუდმებით იზრუნეთ თვითგანვითარებაზე - ძალა არის თქვენს თავში, გონებაში და საჭიროა, რომ იყოთ მუდამ ფხიზლად. ლიდერმა უნდა იმუშაოს საკუთარი თავის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს მთლიანდ გუნდის განვითარებას. დიდი ლიდერები ფიქრობენ მთლიანი გუნდის წარმატებაზე და არა მხოლოდ საკუთარი თავის.

5 სიმართლე, რომელსაც თუ მიიღებთ, უკეთესი ლიდერი იქნებით

 

5. შეეგუეთ, რომ კადრები წავლენ - ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ნდობა მოიპოვოთ, მიჰყვეთ გეგმას, თუმცა ეს არ უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა დარჩება თქვენს ორგანიზაციაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა უერთდებით ლიდერად, ხელმძღვანელ პოზიციაზე ახალ ორგანიზაციას, ან ქმნით ახალ გუნდს ნულიდან. ადამიანები წავლენ - ზოგი პირადი მიზეზით, ზოგიც იმიტომ, რომ არ ეთანხმებიან ცვლილებებს, ან გამოწვევებს. ეს უნდა იცოდეთ და მიიღოთ ნორმად. თქვენი საქმეა ამის მიღება და წინსვლის გაგრძელება.



<a href="https://www.entrepreneur.com">https://www.entrepreneur.com</a>