ნუ მოუყვებით სხვებს თქვენი მიზნების შესახებ - 5 ფსიქოლოგიური ფაქტი, რომელთა ცოდნაც ყველას სჭირდება
- 22.07.2017
ადამიანის ტვინი რთულად შესასწვალია, თუმცა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა და კვლევებმა ბევრი რამის თქმის საშუალება მოგვცა და ბევრი რამ გვასწავლა ტვინისა და მისი მუშაობის შესახებ.
ადამიანის ტვინზე და მისი აღქმადობის გამოსავლენ კვლევებზე დაყრდნობით, ფსიქოლოგები გვთავაზობენ 5 ფსიქოლოგიურ ფაქტს, რომელთა ცოდნაც ყველას სჭირდება:
1. თუ სხვებს საკუთარ მიზნებს გაუმჟღავნებთ დიდია შანსი, რომ მათ ვერ მიაღწევთ, ვინაიდან, ამ დროს კარგავთ მოტივაციას - ჯერ კიდევ 1933 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო ხმამაღლა გააცხადებს ადამიანი მიზნებს, მით უფრო ეკარგება მას მოტივაცია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როცა ადამიანი ყვება თავისი მიზნების შესახებ, ტვინი აღიქვამს ისე, თითქოს ამ მიზანს უკვე მიაღწია, ამიტომ ისინი გვირჩევენ არავისთან ვისაუბროთ საკუთარი მიზნების შესახებ.
2. ადამიანთა უმეტესობის საყვარელი სიმღერა უკავშირდება მის ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებულად ემოციურ მოვლენას - კარგადაა ცნობილი, რომ მუსიკას აქვს პირდაპირი გავლენა ტვინზე და ემოციებზე. თანამედროვე კვლევა აჩვენებს, რომ მუსიკას შეუძლია გაგვახსენოს ყველაფერი წარსულიდან მათ შორის, სუნიც კი, რომელიც კონკრეტულ მომენტს უკავშირდება.
3. უფრო ბედნიერი იქნებით თუ ფულს დახარჯავთ გამოცდილების მიღებაზე და არა მატერიალური ნივთების შეძენაზე - ბედნიერება მეცნიერული შესწავლის სულ უფრო პოპულარული ობიექტი ხდება. კვლევა აჩვენესბ რომ ადამიანი გაცილებით ბედნიერია, როცა მოგზაურობს, როცა სასიამოვნო საღამოს ესწრება, ვიდრე მაშინ როცა რაიმე ნივთებს ყიდულობს.
4. თანამედროვე ცხოვრება და სტრესი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული - რაც უფრო გადის დრო სტრესულ მდგონარეობაში მყოფ ადამიანთა რაოდენობა იმატებს. ძალიან ბევრი ვარაუდია იმისა, თუ რატომ ხდება ასე. მთავარი მიზეზი კი, ის არის რომ ცოცხალი ურთიერთობები ონალიან ურთიერთობამ ჩაანაცვლა, უფრო მეტი ადამიანია მარტოხელა, დაძაბული გარემო, ეს ყველაფერი ადამიანს სტრესავს და დეპრესიაში აგდებს.
5. შემოიკრიბეთ გარშემო ბედნიერი ადამიანები - ეს დაგეხმარებათ, რომ ბედნიერი იყო. ახალი ფსიქოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ სტრესი და ბედნიერება ორივე გადამდებია და გარშემომყოფი ადამიანები, მათი სულიერი მდგომარეობა, მათი განწყობა, პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე.
თემები: ურთიერთობა, მიზანი, რჩევები
<a href="http://www.thinkinghumanity.com">http://www.thinkinghumanity.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია