ფოტოგენურობის საიდუმლო - როგორ უნდა გადაიღოთ ფოტო ისე, რომ ვარსკვლავს ჰგავდეთ
- 23.07.2017
ლამაზი ფოტოების გადაღება „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ეპოქაში განსაკუთრებით აქტუალური თემაა. „ინსტაგრამის“ მომხმარებელები ყოველდღიურად უამრავ ფოტოს აქვეყნებენ და მათზე აღბეჭდილ ადამიანთა დიდი ნაწილი შთამბეჭდავად გამოიყურება.
გეტყვით, რომ მათ უბრალოდ იციან, როგორ გადაიღონ ფოტო, როგორ წარმოაჩინონ ვიზუალის საუკეთესო ნაწილი.
ცნობილი ადამიანები - მომღერლები, მსახიობები, მოდელები ყოველდღე ძალიან ბევრ ფოტოს იღებენ და თითქმის ყველა მათგანში უნაკლოდ გამოიყურებიან. მათ სპეციალური გუნდი ეხმარება. გუნდის წევრები ასწავლიან, თუ როგორი პოზა უნდა შეარჩიონ იმისთვის, რომ გარეგნობის საუკეთესო ნაწილი წარმოაჩინონ.
მოემზადეთ და სცადეთ თავადაც, მით უფრო, რომ ეს ძალიან მარტივია - ერთადერთი რაც გჭირდებათ - თავი გადახარეთ ისე, რომ ფოტოში სახის უფრო ლამაზი მხარე ჩანდეს.
რომელია შენი სახის საუკეთესო მხარე? - ყველა ადამიანის სახის მარჯვენა და მარცხენა მხარე განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ აქამდე არ დაკვირვებიხართ, შეგიძლიათ, ახლა გააკეთოთ ეს და აღმოაჩინოთ, რომელი მხარე გაქვთ უფრო ლამაზი. ერთ-ერთი კვლევის თანახმად ადამიანის ემოციური გამომხატველობა სახის მარცხენა ნაწილზე უფრო თვალშისაცემია.
რაც შეეხება თავის ოდნავ გადახრას - ასე სახე უფრო გამხდარი და ოვალური ჩანს.
<a href="https://now.ruelala.com/">https://now.ruelala.com/</a>