გაიხალისეთ ზაფხულის სტილი - 13 იდეა, რომელიც სტილის შერჩევაში დაგეხმარებათ
- 24.07.2017
დაგღალა საზაფხულო სტილმა? ეს არის დრო როცა ძალიან ცხელა და ატარებ საზაფხულო კაბებს, ღია ფეხსაცმელთან ერთად და ასე გაცვია როგორც სამსახურში, ასევე წვეულებაზე. თუ ეს მოგბეზრდათ გადაავლეთ, თვალი გარდერობს და ცოტა გადაახალისეთ საკუთარი სტილი.
1. შეარჩიეთ ყველაფერი ერთი ფერის - რაც მთავარია, ფერი მხიარული უნდა იყოს.
2. ღია ფერის სამოსს შეუსაბამეთ თეთრი, სადა და გრძელი საყურე.
3. ფერადი სათვალე - ეს განსაკუთრებით თქვენს რუჯს მოუხდება.
4. გაითავისუფლეთ ხელები ჩანთისგან- ატარეთ წელზე მიმაგრებული ჩანთა. თან ეს სტილი ამ ზაფხულის ტრენდია.
5. ფერადი მაისური თეთრ, ან ღია ვარდისფერ პიჟამას მსგავს, თავისუფალი სტილის შარვალს შეუსაბამეთ.
6. მოდის კრიტიკოსები ადასტურებენ, რომ კალათის მსგავსი ჩანთა ამ ზაფხულის ყველანაირი სტილის განუყოფელი აქსესუარია.
7. მხრებზე გადაწეული მაისური, ან პერანგი და ბეწვიანი ფეხსაცმელი- ეს არის სამოსი, რომელიც ზაფხულს ნამდვილად უხდება და ტრენდულია.
8. ატარეთ გრძელი მოსაცმელი ჯინსის შარვალზე - ეს მარტივი კომბინაცია ელეგანტურ იერს მოგცემთ.
9. მხრებზე ამოჭრილი სამოსი ჯინსის კომბინიზონთან.
10. საღამოს, როცა გასართობად წახვალთ, შეგიძლიათ წითელ, ღრმა დეკოლტე კაბას ფერადი ბიუსჰალტერი შეუსაბამოთ - გლამურულ და ამავდროულად მხიარულ ვიზუალს მიიღებთ.
11. გრილ საზაფხულო კაბასთან მშვენიერი კომბინაციაა თეთრი მაისური.
12. სცადეთ ვინტაჟური სტილი
13. შლიაპა იდეალური აქსესუარია, რომელიც თქვენს ვიზუალს დახვეწილ იერს მისცემს.
თემები: სტილი, ქალები, ჩაცმულობა
<a href="http://www.elle.com">http://www.elle.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია