სილამაზე

14 საიდუმლო გლუვი და ჯანმრთელი კანისთვის - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქალებისგან

14 საიდუმლო გლუვი და ჯანმრთელი კანისთვის -  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქალებისგან

ჩილე

წითელი ყურძენი მბრწყინავი კანისთვის. ჩილელი ქალები ენდობიან ანტიოქსიდანტების ძალას, რომლებიც წითელი ყურძნის შემადგენლობაშია. ისინი ურევენ ყურძენს 2 ს.კ. ფქვილს და მიღებულ პასტას ისმევენ სახეზე 10 წუთით, შემდეგ იბანენ სახეს გრილი წყლით. ასეთი ნიღაბი უკეთესია გაკეთდეს დილით.

14 საიდუმლო გლუვი და ჯანმრთელი კანისთვის -  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქალებისგან

იაპონია

როდესაც ჯანმრთელი კანი ცოტათი პრიალებს. იაპონელი ქალები თვლიან, რომ ეს ნორმალური და ბუნებრივია. პუდრის რეგულარული გამოყენება კი ავსებს ფორებს და პროვოცირებს ანთებას.

სახის ყოველდღიური მასაჟი. გამოიყენება კანის სიმკვრივის შესანარჩუნებლად და ჟანგბადით გასამდიდრებლად. პროცედურა შეიძლება ჩაიტაროთ სხვადასხვა კრემებით/ ზეთებით. ტექნიკა ირჩევა კანის მოთხოვნილების მიხედვით.

დაბანა ბრინჯის წყლით. შესანიშნავად ასუფთავებს და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, ანიჭებს კანს განსაკუთრებულ სიგლუვეს. თეთრი ბრინჯი დაფქვით ყავის საფქვავში, გააზავეთ თბილი წყლით კეფირის კონსისტენციამდე და დაიტანეთ ნოტიო კანზე მასაჟური მოძრაობით, რის შემდეგ ჩამოიბანეთ.

14 საიდუმლო გლუვი და ჯანმრთელი კანისთვის -  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქალებისგან

ესპანეთი

კარტოფილი ჩაშავებული თვალების საწინააღმდეგოდ. კარტოფილი დაჭერით თხელ რგოლებად და დაიდეთ დახუჭულ თვალებზე 10 წუთით.

14 საიდუმლო გლუვი და ჯანმრთელი კანისთვის -  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქალებისგან

თურქეთი

ნეფრიტის გორგოლაჭი. ნეფრიტის გორგოლაჭის გამოყენება სახის მასაჟისთვის აუმჯობესებს კანში სისხლის ცირკულაციას.

14 საიდუმლო გლუვი და ჯანმრთელი კანისთვის -  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქალებისგან

კომშის ნიღაბი და ლოსიონი. შესანიშნავად ასუფთავებს ცხიმიან კანს.

ნიღაბის რეცეპტი: კომში გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაამატეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა, დაიტანეთ სახეზე მასაჟური მოძრაობით 10 წუთით, რის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

ლოსიონის რეცეპტი: კომში გახეხეთ წვრილ სახეხზე, გამოწურეთ წვენი და მიღებული წვენი წაისვით სახეზე დილა-საღამოს.

14 საიდუმლო გლუვი და ჯანმრთელი კანისთვის -  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქალებისგან

რუსეთი

ორთქლის აბაზანა კანის გასაწმენდათ. 1 ლ წყალში აადუღეთ 2 ს.კ. გვირილა და 20 წუთი იორთქლეთ სახეზე. სკრაბის გამოყენება ასეთი პროცედურის შემდეგ იქნება განსაკუთრებით ეფექტური.

შვრიის (გერკულესის) სკრაბი. გამოიყენება კანის გასაწმენდათ, დასატენიანებლად და დასაჭიმად. გადაურიეთ ერთმანეთში ბლენდერში დაქუცმაცებული შვრიის 2 ნაწილი, 1 ნაწილი თაფლი და 1 ნაწილი ზეთი (ქოქოსის, ზეითუნის, ნუშის ან სხვა). თანაბრად დაიტანეთ სახეზე და 2 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობით შეიზილეთ კანში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მდნარი წყალი. ასტიმულირებს კანის ახალ უჯრედებს, აღადგენს კოლაგენსა და ელასტინს. აუმჯობესებს სახის ფერს. განსაკუთრებით ეფექტურია დილით.

14 საიდუმლო გლუვი და ჯანმრთელი კანისთვის -  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქალებისგან

საბერძნეთი

მთელი ძალა სწორ კვებაშია. ბერძენი ქალების რაციონში შედის ხილი და ბოსტნეული, რომლებიც მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ასევე ბევრი თევზი, რომელიც შეიცავს ცხიმოვან მჟავებს ომეგა-3 და ომეგა-6.

ზეითუნის ზეთი. სახის მასაჟი ზეითუნის ზეთით საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ჯანმრთელი, ლამაზი და მკვრივი კანი.

ნიღაბი კურკუმით. გააჩნია გამწმენდი და ანტიბაქტერიული თვისებები. გადაურიეთ ერთმანეთში კურკუმა და თაფლი თანაფარდობით 1:1 და დაიტანეთ სახეზე 10-15 წუთით. ნიღაბი შეიძლება გაიკეთოთ კვირაში 2-ჯერ. კურსი - 10 ნიღაბი.

ნიღაბი ზედმეტი თმის მსაშორებლად. ეფექტურად აშორებს წვრილ თმას ხანგრძლივად და გაღიზიანების გარეშე. გადაურიეთ ერთმანეთში 10 გ ლიმონის წვენი, 1 ჭიქა წყალი და 30 გ ფქვილი ერთგვაროვანი პასტის მიღებამდე. დაიტანეთ სახეზე 15 წუთით. როგორც კი პასტა გახმება, შეგიძლიათ მოიშოროთ. აიღეთ პირსახოცი და ძლიერი დაწოლით გაატარეთ თმის ზრდის მიმართულებით.

14 საიდუმლო გლუვი და ჯანმრთელი კანისთვის -  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქალებისგან



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>