რატომ იზიდავთ კოღოებს? - 9 მიზეზი, რომელთა გამოც შესაძლოა, მწერებისთვის ‘’მიმზიდველი“ ხართ
- 25.07.2017
ცნობილია, რომ მწერები გადამტანები არიან სხვადასხვა სასიკვდილო დაავადებების, როგორებიცაა ზიკა, მალარია, ყვითელი ცხელება და ა.შ..
მწერები ადამიანებს მსხვერპლად კომბინირებული ფაქტორების გამო ირჩევენ. არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებით აწუხებენ ზაფხულში მწერები, ხოლო არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც კოღოს არასოდეს უკბენია,
სხვადასხვა მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა ის, თუ რატომ და რით იზიდავენ ადამიანები მწერებს.
გთავაზობთ 9 მიზეზს, რომელთა გამოც შესაძლოა მწერების მსხვერპლი გახდეთ:
1. მწერების სამიზნეა ადამიანები, რომლებიც სუნთქვის დროს გამოყოფენ ნახშირბადის დიოქსიდს. ისინი არიან ძირითადად ფეხმძიმე ქალები და ჭარბწონიანი ადამიანები.
2. ვარჯიშის დროს გამოიყოფა რძის მჟავა, რომელიც მიმზიდველს გხდით მწერებისთვის.
3. კვლევამ აჩვენა, რომ მწერებისთვის მიმზიდველები არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ლუდი და მას დიდი რაოდენობით სვამენ.
4. მათი სამიზნეა ადამიანები, რომლებსაც აქვთ სისხლის O ჯგუფი.
5. შესაძლოა,მწერებისადმი მიმზიდველობა გენეტიკურიც იყოს. ზოგიერთი გენის ადამიანი უფრო მეტად იზიდავს მწერებს და ასევე უფრო მწვავე რეაქცია აქვთ მათ ნაკბენზე.
6. ადამიანები, რომლებსაც ბევრი ბაქტერია აქვთ კანზე, ნაკლებად ხდებიან მწერების სამიზნე.
7. ზოგიერთი ორგანიზმი გამოიმუშავებს მავნებლებისთვის მიმზიდველ ნაერთებს.
8. მალარიის გადამტანი მწერების სამიზნე უფრო მეტად ფეხმძიმეები არიან.
9. კვლევის თანახმად ქალები უფრო მიმზიდველები არიან მწერებისთვის, ვიდრე მამაკაცები. ასევე ქალებზე კოღოების ნაკბენი უფრო მწვავედ მოქმედებს და უფრო მეტად აწუხებთ ქავილი.
<a href="http://www.iflscience.com">http://www.iflscience.com</a>