სტილი

მოსწონთ ქალებს წვერიანი მამაკაცები?

მოსწონთ ქალებს წვერიანი მამაკაცები?

წვერიანი კაცები იდეალური არიან ხანგრძლივი ურთიერთობისთვის - ასეთია ბოლო წლების კიდევ ერთი ტენდენცია( ზღაპარი ლურჯწვერაზე, ამ წესს, როგორც გამონაკლისი ისე ადასტურებს) რომელიც რამდენიმე გამოკვლევის შედეგებითაა გამყარებული. ჟურნალ "ევოლუციურ ბიოლოგიაში" გამოქვეყნდა კვლევა, სადაც გამოკითხული ქალების უმეტესობის აზრით, უფრო მიმზიდველები არიან ის მამაკაცები, რომლებსაც გრძელი თმა და დიდი წვერი აქვთ; მათი აზრით, სავარაუდოდ, სწორედ ამ ტიპის კაცებთან ექნებოდათ იდეალური და ხანგრძლივი ურთიერთობა.

ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა 8 520 ქალი გამოჰკითხა. მათ მამაკაცის ფოტოები აჩვენეს და სთხოვეს, აერჩიათ მამაკაცი ფიზიკური მონაცემებისა და მასთან სასურველი ურთიერთობის თვალსაზრისით. ბევრ მათგანს წვერგაპარსული და საკმაოდ მოწესრიგებული მამაკაცები მოეწონა, თუმცა დიდი ხნის ურთიერთობისთვის იმ კაცებს ირჩევდნენ, რომლებსაც გრძელი თმა და წვერი ჰქონდათ. ქალები ამბობდნენ, რომ მათ უფრო მოსწონთ წვერიანი კაცები, უფრო მიმზიდველები არიან და უფრო დიდ ნდობას იმსახურებენ.

მოსწონთ ქალებს წვერიანი მამაკაცები?

ერთ-ერთი მკვლევრის აზრით, ამ შედეგებმა ცხადყო, რომ ქალებს მოსწონთ თმაშეკრეჭილი და წვერგაპარსული კაცები, თუმცა მას ბოლომდე არ ენდობიან და არჩევანს საბოლოოდ მაინც წვერიან კაცებზე აჩერებენ.

2008 წელს ინგლისში ჩატარებულმა კვლევამაც მსგავსი შედეგი დააფიქსირა. გრძელმა წვერმა უფრო მეტი ქალის ყურადღება მიიქცია. მათ თქვეს, რომ სუფთა და გაპარსული სახეები არ იზიდავთ. ამ კვლევის შედეგმა ერთი მოულოდნელი შედეგიც აჩვენა: ქალები ფიქრობენ, რომ წვერგაპარსული კაცები ნაკლებად აგრესიულები არიან, ვიდრე წვერიანები.

მოსწონთ ქალებს წვერიანი მამაკაცები?

რა თქმა უნდა, ყველა ქალს სხვადასხვანაირი კაცი მოსწონს. არც ზემოთ ნახსენებ გამოკვლევებს აქვთ ჭეშმარიტების პრეტენზია, უბრალოდ, კარგად დააკვირდი შენს პარტნიორს, როგორი უფრო მოგეწონებოდა - წვერით და გრძელი თმით თუ გაპარსული და თმაშეკრეჭილი? ჰოდა, თუ შენს გემოვნებას არ ემთხვევა შენი პარტნიორის თმა ან წვერ-ულვაში, გულწრფელად უთხარი შენი მოსაზრება და იქნებ, სამომავლოდ გაითვალისწინოს კიდეც შენი სურვილი.

მოსწონთ ქალებს წვერიანი მამაკაცები?



<a href="allwomanstalk.com">allwomanstalk.com</a>