LIFE

„თქვენი შემდეგი სიყვარული სხვანაირი იქნება“ - რა ხდება განშორების შემდეგ, ფსიქოლოგის რჩევები

„თქვენი შემდეგი სიყვარული სხვანაირი იქნება“ - რა ხდება განშორების შემდეგ, ფსიქოლოგის რჩევები

პირველ სიყვარულში ყველაზე რთული ის არის, რომ მისი დავიწყება შეუძლებელია. ვერასოდეს ვერ იფიქრებდით, რომ ასეთი ტკივილი საერთოდ შეიძლება არსებობდეს. დაე, ეს ტკივილი გახდეს ძალად, რომელიც აგაყენებთ ყოველდღე და საკუთარი ხმა გეტყვით:

„ვერაფერი და ვერავინ ვერ მაიძულებს დავეცე“, - ჰყვება ფსიქოლოგი ბრუკლინ შერმანი.

როდესაც მათთან ვმუშაობდი, ვინც პირველ სიყვარულთან განშორება განიცადა, მივხვდი, რომ ათიდან რვა შემთხვევაში მათ აღელვებდათ ის ფაქტი, რომ ვერასოდეს შეიყვარებდნენ ისე, როგორც პირველად უყვარდათ. და ეს მართალია, იმიტომ რომ ეს იქნება სხვა, ახალი სიყვარული, მაგრამ ყველაზე მთავარია - ის იქნება. ახალ ურთიერთობებს თქვენ დაიწყებთ უკვე ცოტა სხვა ადამიანის სახით, და ეს ნიშნავს, რომ პარტნიორიც ცოტათი სხვანაირი დაგაინტერესებთ.

„თქვენი შემდეგი სიყვარული სხვანაირი იქნება“ - რა ხდება განშორების შემდეგ, ფსიქოლოგის რჩევები

ხშირად ხდება, რომ ჩვენი პირველი სიყვარული - ეს ის არ არის, ვის გვერდითაც მოგვიწევს ყოფნა. მე წლები გავატარე პირველ სიყვარულზე სინანულით. მან ნამდვილად თავდაყირა დააყენა მთელი ჩემი სამყარო. მაგრამ მე არ ვიქნებოდი ის, ვინც გავხდი, მის გარეშე. გამოდის, თითოეული ცრემლი არ იყო ტყუილად დაღვრილი.

თქვენ არ შეგიძლიათ დაიბრუნოთ ის, რაც წავიდა, ვერ გადაახვევთ საკუთარ გამოცდილებას და ვერ იტყვით, რომ ეს თქვენ არ შეგემთხვათ. თქვენ ვერ წაშლით მეხსიერებიდან იმას, რაც ნახეთ.

თქვენი ნაიარევი დარჩება თქვენთან, მაგრამ დროთა განმავლობაში გახდება ოდნავ შესამჩნევი, და თქვენ ვერ იგრძნობთ მას.

„თქვენი შემდეგი სიყვარული სხვანაირი იქნება“ - რა ხდება განშორების შემდეგ, ფსიქოლოგის რჩევები

იმის შემდეგ, რაც ჩემ პირველ სიყვარულს დავშორდი, მე მქონდა სხვა ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ეს იყო სხვა სიყვარული, უფრო ჯანსაღი. მე უნდა გადამეტანა ეს, რომ შევცვლილიყავი.

იმ დროს მე მთლიანად ჩაფლული ჩემს გრძნობაში ვიყავი, არ მაინტერესებდა სხვა ადამიანები, არ მინდოდა მომესინჯა რაიმე ახალი ჩემს ცხოვრებაში. მე ვფიქრობ, სიდიადე შეიძლება იყოს მიღწეული მხოლოდ სრული დამარცხების განცდის შემდეგ.

„თქვენი შემდეგი სიყვარული სხვანაირი იქნება“ - რა ხდება განშორების შემდეგ, ფსიქოლოგის რჩევები

მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ყოველდღე კითხულობს ახალ ისტორიებს ჩემ საიტზე და იმედი უჩნდებათ, რომ ის ერთადერთი თქვენს ცხოვრებაშიც გამოჩნდება. ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ დასაწყისისთვის ფოკუსირება მოახდინეთ ურთიერთობებზე საკუთარ თავთან.

თქვენ არა მხოლოდ გადაიტანთ ყველაფერს, რაც შეგემთხვათ, უფრო მეტიც - აქედან გამოხვალთ უფრო ძლიერ პიროვნებად. ტკივილი უფრო გვაძლიერებს. იგრძენით ის მთელი ძალით და მეორე დღეს გაიღვიძეთ უფრო ძლიერები. ეს დასასრული არ არის, ეს დასაწყისია...



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>