ყველა ადამიანს გვაქვს რაღაც უჩვეულო და უცნაური ჩვევა. გამონაკლისები არც ცნობილი და წარმატებული ადამიანები არიან. ზოგიერთ მათგანს დაუჯერებლად უცნაური ჩვევები ახასიათებთ.
1. ვოლტერი - ცნობილი ფრანგი მწერალი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, ვოლტერი ყოველ დღე ძალიან დიდი რაოდენობით ყავას სვამდა, არ ვსაუბრობთ 4, ან 5 ფინჯან ყავაზე. ის დღეში 40-დან 50 ფინჯანამდე ყავას მიირთმევდა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი აფრთხილებდა ასე არ მოქცეულიყო.
2. ბენჯამინ ფრანკლინი - ფრანკლინი ყოველ დილით აღებდა ყველა ფანჯარას, 1, ზოგჯერ 2 საათის განმავლობაში სრულიად შიშველი იდგა და ცივი ჰაერის აბაზანას იღებდა. მას სჯეროდა, რომ ასე მისი სხეული უფრო გაჯანსაღდებოდა და დაავადებებისგან უფრო დაცული იქნებოდა.
3. თომას ედისონი, გამომგონებელი - ედისონი ნებისმიერ საჭმელს გასინჯვამდე აუცილებლად აყრიდა მარილს.
4. ბილ გეიტსი - Microsoft-ის დამფუძნებელს სკამზე „ქანაობა“ უყვარს და ეს ჩვევა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან აქვს.
5. სტივ ჯობსი - Apple-ის დამფუძნებელს შეეძლო ეტირა ისტერიკულად. ცნობილია, რომ სტივი ტიროდა როგორც წარუმატებლობის, ასევე წარმატების დროს.
6. დონალდ ტრამპი - აშშ-ს პრეზიდენტი გერმოფობია. როგორც ცნობილია, მიკრობებისგან დაცვის მიზნით, ტრამპი ატარებს ხელის სპეციალურ დამცავებს. არ უყვარს ხელის ჩამორთმევა და ხშირად არიდებს ამას თავს, ასევე ლიფტის ღილაკებს არასოდეს ეხება საკუთარი თითებით.
7. იოშირო ნაკამაცუ - გამომგონებლს მოსწონდა სიკვდილთან ახლოს ყოფნა. ის წყალში ჩაყვინთავდა და ასე ჩერდებოდა სიკვდილამდე 5 წამამდე, შემდეგ ამოდიოდა. ნაკამაცუ ამბობს, რომ გენიალური იდეები ასეთ დროს იბადება.
თემები: ცნობილი ადამიანები, ბიზნესი, ჩვევები
<a href="https://www.entrepreneur.com">https://www.entrepreneur.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია