3 მიზეზი, რის გამოც „ისთ ფოინთის“ საზაფხულო გამოწვევაში უნდა ჩაერთო
- 28.07.2017
რამდენიმე დღის წინ, სავაჭრო და გასართობმა ცენტრმა „ისთ ფოინთმა“ Facebook-ის გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა და ახალი გამოწვევით დაგვაინტრიგა: „ყველა ზაფხულს თავისი ისტორია აქვს... ჩვენი — სიყვარულია…“
„ისთ ფოინთის“ სტატუსი საზაფხულო კონკურსისკენ მოგვიწოდებს, რომლის გამარჯვებული ორკაციანი საგზურით დასაჩუქრდება და მსოფლიო ვარსკვლავების ყველაზე საყვარელ კურორტზე — საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე გაემგზავრება!
მიზეზი #1
საინტერესო ისაა, რომ „ისთ ფოინთის“ კონკურსში გამარჯვება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, მეტსაც გეტყვით — ქალების საყვარელ საქმიანობას — შოპინგს უკავშირდება.
იმისათვის, რომ კონკურსში მონაწილეობა შეძლო:
- კვირის ნებისმიერ დღეს, „ისთ ფოინთის“ ერთ ან რამდენიმე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან აქსესუარების მაღაზიაში 200 ლარი უნდა დახარჯო, ქვითარი (ან ქვითრები, რომელთა ჯამური ღირებულება 200 ლარია) კი „ისთ ფოინთის“ საინფორმაციო განყოფილებაში წარადგინო, სადაც Miss ANOUKI-ს საზაფხულო ჩანთას გაჩუქებენ.
- მას შემდეგ, რაც შოპინგზე მონაპოვარით და საჩუქრით გახარებული სახლში დაბრუნდები, ჩანთით ფოტო უნდა გადაიღო, 27 აგვისტომდე შენს Facebook-ის გვერდზე ჰაშთაგებით — #ყველაზაფხულსთავისიისტორიააქვს #EastPointSummer ატვირთო და სტატუსის ტექსტის ველში შენი ფავორიტი საზაფხულო ისტორია მოჰყვე. გახსოვდეს: ფოტოები აუცილებლად საჯარო (public) სტატუსით უნდა გამოაქვეყნო, სხვა შემთხვევაში კონკურსში მონაწილეობას ვერ შეძლებ!
4 სექტემბერს, „ისთ ფოინთის“ Facebook-ის გვერდზე ხალხის რჩეული ისტორია გამოვლინდება, გამარჯვებული კი მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან ერთად მიკონოსზე გაფრინდება.
მიზეზი #2
ბამბის ან ტილოს შოპინგის ჩანთები დაახლოებით 8 წელია, რაც ძალიან ტენდენციური გახდა. პრაქტიკული დანიშნულებიდან გამომდინარე, ამ ჩანთების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება ვარსკვლავებმა დაიწყეს, შემდეგ კი — მთელმა მსოფლიომ აიტაცა. ნატალი პორტმანი, რეიჩელ უაისი, ალექსა ჩუნგი, კირსტენ დანსტი და სხვა უამრავი მომღერალი, მსახიობი თუ მოდელი სხვადასხვა დროს პაპარაცებმა სწორედ ამ ჩანთებით დააფიქსირეს.
მიზეზი #3
თუ გსურს, მიკონოსის შესახებ მეტი შეიტყო, google-ის საძიებო სისტემაში celebrities on Mykonos ჩაწერე, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ ეს ის ადგილია, რომელსაც Dsquared2-მა სპეციალური კამპანია მიუძღვნა, Victoria’s Secret-ის მოდელმა — ანა ბიატრის ბაროსმა კი ქორწილი გადაიხადა.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. ბმულზე.
თემები: კონკურსი, ისთ ფოინთი, East Point, East Point Tbilisi, Shopping Centre, Best Shopping in Tbilisi, მიკონოსი, Mykonos, Contest