SEX

რა იწვევს სექსის სურვილის დაქვეითებას? - სექსოლოგები 5 მთავარ მიზეზს გამოყოფენ

რა იწვევს სექსის სურვილის დაქვეითებას? - სექსოლოგები 5 მთავარ მიზეზს გამოყოფენ

სექსოლოგთან ადამიანთა ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი სექსის ნაკლები სურვილია. ურთიერთობაში პარტნიორების სურვილები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ზოგჯერ ერთ მათგანს უფრო მეტად სურს სქესობრივი აქტით დაკავება, ვიდრე მეორეს.

სექსოლოგები ამბობენ, რომ სექსის ნაკლები სურვილი ყოველთვის სექსუალურ დისფუნქციას არ უკავშირდება. ისინი გვთავაზობენ იმ მიზეზებს, რომელთა გამოც, შესაძლოა, სქესობრივი აქტით დაკავების ნდომა დაგიქვეითდეთ:

1. ქრონიკული კონფლიქტები - ადამიანთა უმეტესობას არ აქვთ სექსი, როდესაც გარაზებულები არიან ერთმანეთზე. ასე არ ხდება, როცა წყვილს კარგი ურთიერთობა აქვს. დაფიქრდით, ვის სურს აკოცოს ადამიანს, რომელზეც გაბრაზებულია? 

რა იწვევს სექსის სურვილის დაქვეითებას? - სექსოლოგები 5 მთავარ მიზეზს გამოყოფენ

2. არაჰიგიენურობა - სექსის ნდომა ასევე დამოკიდებულია ჰიგიენაზე - ჯანსაღი სუნთქვა, სუფთა კბილები, თმა, კანი, ფრჩხილები, ეს აუცილებელია. ზოგიერთ ადამიანს ამ თვალსაზრისით აქვს უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე დანარჩენებს. თუ პარტნიორი არ იცავს ჰიგიენას, დიდი ალბათობით, თქვენ არ მოგინდებათ მასთან სექსით დაკავება. ეს სექსის სურვილს აქვეითებს.

რა იწვევს სექსის სურვილის დაქვეითებას? - სექსოლოგები 5 მთავარ მიზეზს გამოყოფენ

3. რამდენად ითვალისწინებთ ერთმანეთის სექსუალურ სურვილებს - ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთს კარგად იცნობენ, იციან რა საჭმელი უყვარს პარტნიორს, როგორი ფილმები, სამოსი მოსწონს და ა.შ. ყველაფერთან ერთად იციან ერთმანეთის სექსუალური სურვილების შესახებ, იციან, როგორი სექსი მოსწონს პარტნიორს.

რა იწვევს სექსის სურვილის დაქვეითებას? - სექსოლოგები 5 მთავარ მიზეზს გამოყოფენ

ზოგჯერ წყვილები არ ითვალისწინებენ ერთმანეთის სექსუალურ სურვილებს და საწოლში ისე არ იქცევიან, როგორც პარტნიორს უნდა. ამის გამო სექსით დაკავების სურვილი ქვეითდება.

4. სქესობრივი შეუსაბამობა - ეს ხდება მაშინ, როდესაც ერთი პარტნიორი უკმაყოფილოა მეორის სექსუალური აქტივობით, არ აკმაყოფილებს მისი სექსუალურობა, თვლის რომ მასთან სექსი მოსაწყენია, ვერ იღებს სიამოვნებას, ამიტომაც დროთა განმავლობაში სექსის სურვილი ეკარგება.

რა იწვევს სექსის სურვილის დაქვეითებას? - სექსოლოგები 5 მთავარ მიზეზს გამოყოფენ

5. არ გეგმავთ წინასწარ სქესობრივ აქტს - სექსოლოგთან მისულ ადამიანთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ სურთ ჰქონდეთ სპონტანური და დაუგეგმავი სექსი. მაგრამ წარმოიდგინეთ, თუ პარტნიორთან სპონტანურად სექსით დაკავებას მოინდომებთ მაშინ, როცა ის ძალიან დაღლილია, ან ვახშმობს, ან სიცხე აქვს, ან ნერვიულობს ბავშვზე, რომელიც ავად გახდა, ის უარს გეტყვით.

რა იწვევს სექსის სურვილის დაქვეითებას? - სექსოლოგები 5 მთავარ მიზეზს გამოყოფენ

თქვენ ითხოვს სექსს მაშინ, როცა ცხადია რომ ის უარს გეტყვით. როცა ადამიანი ცუდ განწყობაზეა, არ აქვს მნიშვნელობა რა პრობლემა აქვს და ამ დროს სექსს მოინდომებთ, შანსი არ გაქვთ. უნდა იცოდეთ, რომ ასეთ დროს სექსის ნაკლები სურვილი პათოლოგია არ არის, უბრალოდ სწორი დრო ვერ შეარჩიეთ.



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>