20 ყველაზე მოდური პოპულარული დედიკო - ცნობილი ქალები, რომლებიც ცხოვრების დაძაბული რიტმის მიუხედავად, ყოველთვის ფორმაში არიან
- 31.07.2017
ვინ თქვა რომ ყველაფერი ერთად შესაძლებელი არ არის? - ერთდროულად შესაძლებელია იყო დედა და გქონდეს წარმატებული კარიერა. ამის მაგალითს დანარჩენ ქალებს ცნობილი დედიკოები აძლევენ.
პოპულარულ დედებს აქვთ ცხოვრების დაძაბული რიტმი, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ისინი ყველაფერს ახერხებენ, მათ შორის სტილზე ზრუნვას. არ აქვს მნიშვნელობა გადასაღებ მოედანზე არიან, სასეირნოდ, თუ წითელ ხალიჩაზე, ისინი არასოდეს კარგავენ მოდისა და სტილის შეგრძნებას და ცდილობენ, ყოველთვის იყონ ფორმაში.
ბიონსე, რომელიც უკვე სამი შვილის დედაა, ხშირად აქვეყნებს „ინსტაგრამზე“ 5 წლის ბლუ აივისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და დედა-შვილი მოდური სამოსით იწონებს თავს. ტყუპების გაჩენის შემდეგ ბიონსე ისევ დაუბრუნდა სოციალურ ქსელს, ტყუპებთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა და აჩვენა თაყვანისმცემლებს, რომ ძველ ფორმას მალევე დაუბრუნდა.
პოპულარულ დედებს შორის სტილით გამოირჩევიან ბლეიკ ლაივლი, ჯესიკა ალბა, ამალ კლუნი, რიზ უიზერსპუნი, კიმ კარდაშიანი და სხვები.
უნდა აღინიშნოს, რომ რიზი, რომელიც ფანტასტიკურ ფორმაშია, სამი შვილის დედაა. უფროსი ავა 17 წლისაა, დეკონი 13-ის, ხოლო ტენესი 4 წლის.
გთავაზობთ პოპულარული მოდური დედების ფოტოებს:
1. კიმ კარდაშიანი
2. მირანდა კერი
3. ჯენიფერ ლოპესი
4. ქეით მიდლტონი
5. ბიონსე
6. კრის ტეიგანი
7. ზოე სალდანა
8. სარა ჯესიკა პარკერი
9. რიზ უიზერსპუნი
10. რეიჩელ ზოე
11. ნიკოლ კიდმანი
12. მადონა
13. ჯესიკა ალბა
14. გვენ სტეფანი
15. მიშელ უილიამსი
16. ჟიზელ ბიუნდჰენი
17. შარლიზ ტერონი
18. ბლეიკ ლაივლი
19. ანჯელინა ჯოლი
20. ამალ კლუნი
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბედნიერი ბავშვი
<a href="http://footwearnews.com">http://footwearnews.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია