LIFE

წარმატებული ადამიანები, რომლებიც კარიერის დასაწყისში უარყვეს

წარმატებული ადამიანები, რომლებიც კარიერის დასაწყისში უარყვეს

არ არის მარტივი იყო წარმატებული. ადამიანების უმეტესობას ალბათ გამოუცდია, რომ კარიერის დასაწყისში თავიდან იშორებენ. ასეთი რამ თითქმის ყველას ცხოვრებაში ხდება დათქვენ გამონაკლისი არ ხართ.

ცხოვრება მოიცავს შეცდომებს, წარუმატებლობას, სხვებისგან უარყოფას, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს წარმატების დასაწყისია.

გადავხედოთ ცნობილი და წარმატებული ადამიანების ცხოვრებას - ისინიც იყვნენ მსგავს სიტუაციაში:

1. მერილ სტრიპს „კინგ კონგის“ კასტინგზე გარეგნობა დაუწუნეს - როდესაც მსახიობი 26 წლის იყო, მან მონაწილეობა მიიღო „კინგ კონგში“ შესასრულებელი როლისთვის გამოცხადებულ კანსტინგში. მერილ სტრიპი დაიწუნეს და პროდიუსერმა დინო დე ლორენტისმა მასზე თქვა - „რა შეუხედავია“. „ეს იყო გამოსაფხიზლებელი სიტყვები, მაპატიეთ, არ ვარ საკმარისად ლამაზი, რომ „კინგ-კოგში მივიღო მონაწილეობა“, - ამბობს სტრიპი.

წარმატებული ადამიანები, რომლებიც კარიერის დასაწყისში უარყვეს

მერილ სტრიპი დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია და ოსკარზე ნომინირებულია იმაზე უფრო მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსახიობი ჰოლივუდის ისტორიაში.

2. ჯეიზი - არავის სურდა რომ მისი ალბომი ჩაეწერა - ჯეიზი-ს 36 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, ის არის დამფუძნებელი კომპანია „Roc Nation”-ის და „Roc Nation Sport”-ის და ყველაზე წარმატებული თანამედროვე რეპერია.

მაგრამ იყო დრო, როცა ის ბრუკლინის ღარიბული ქუჩიდან პროფესიონალ რეპერად ჩამოყალიბებას ცდილობდა და ეს გზა მარტივი არ ყოფილა. „მე დავდიოდი ხმის ჩამწერ სტუდიებში და ყველასგან მხოლოდ ერთი მესმოდა - რა საშინელებაა, მისგან არაფერი გამოვა“ - იხსენებს რეპერი.

წარმატებული ადამიანები, რომლებიც კარიერის დასაწყისში უარყვეს

ის არ დანებდა. თავად შექმნა Roc-a-Fella Records და თავად ჩაწერა სიმღერა. „არავის სურდა ჩემთან ურთიერთობა და ეს ტანჯვა უნდა შეწყვეტილიყო“, - იხსენებს რეპერი.

3. ანნა უინთოური - 1975 წელს ის გაათავისუფლეს Harper’s Bazaar-იდან, სადაც მხოლოდ 9 თვის განმავლობაში მუშაობდა.

წარმატებული ადამიანები, რომლებიც კარიერის დასაწყისში უარყვეს

„ყველა უნდა გაუშვან სამსახურიდან ერთხელ მაინც, ეს გაიძულებს რომ უფრო მეტი გააკეთო ცხოვრებაში. ეს ცხოვრებაა, ეს რეალობაა“, - ამბობს ანნა. დღეს ის მოდის ინდუსტრიაში გამორჩეული ფიგურაა და „ვოგის“ მთავარი რედაქტორი გახლავთ.

4. ჯეფ ბეზოსი, „ამაზონის“ დამფუძნებელი - 2015 წელს ის „ამაზონზე“ „ამაზონის“ Fire phone-ს ყიდდა. თავდაპირველი ფასი 199 დოლარი იყო. სწორედ ამ დროს უკავშირდება Iphone-ის სუპერ წარმატებული გაყიდვები, ამაზონის ტელეფონების გაყიდვებმა კი კრახი განიცადა.

წარმატებული ადამიანები, რომლებიც კარიერის დასაწყისში უარყვეს

იბეჭდებოდა სტატიები ბეზოსის წარუმატებლობის შესახებ. მაშინ ჯეფ ბეზოსმა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრისას თქვა - „თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დიდი მარცხია, ჩვენ ახლა ვმუშაობთ კიდევ უფრო დიდი მარცხისთვის“.

ბეზოსი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია.

5. ოპრა უინფრი - 22 წლის ასაკში სატელევიზიო წამყვანის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა სამსახურიდან მალევე გაუშვეს. ოპრა ამბობს, რომ ამ მომენტმა მის ცხოვრებასა და კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა. მიხვდა რა უნდოდა სინამდვილეში. ოპრა უინფრი დღეს გამორჩეული ტელეწამყვანია. ის არის ქალი, რომელიც მაგალითია სხვებისთვის, როგორ უნდა მიაღწიო დასახულ მიზანს.

წარმატებული ადამიანები, რომლებიც კარიერის დასაწყისში უარყვეს

6. სტივენ კინგი - როდესაც სტივენმა თავისი პირველი რომანი „Carrie” 1970 წელს დაწერა, სიღარიბეში ცხოვრობდა. მან წიგნი 30 გამომცემლობას გაუგზავნა და დაბეჭდვაზე ყველამ უარი უთხრა.

„უმეტესი მწერლის ცხოვრებაში არსებობს პერიოდი, როდესაც ბავშვობის ამბიციები და ოცნებები ჩანს რომ აუხდენელი დარჩება, რეალობა სასტიკია. რომ არა ჩემი ოჯახისა და ცოლის გვერდით დგომა, მე ალბათ ამას ვერ მივაღწევდი“,- თქვა კინგმა 2003 წელს წიგნის დაჯილდოების ცერემონიაზე. კინგმა 50 რომანი გამოსცა და ის დღეს ყველა დროის საუკეთესოდ გაყიდვად ავტორთა შორის მეცხრამეტე ადგილზეა.

წარმატებული ადამიანები, რომლებიც კარიერის დასაწყისში უარყვეს

7. ჰარისონ ფორდი - მსახიობის პირველი როლი იყო ფილმში Dead Heat on a Merry-Go-Round. თუმცა რეჟისორმა ის დაიბარა და უთხრა, რომ მსახიობობა მისი საქმე არ იყო და არასოდეს დაკავებულიყო ამ საქმით.

მიუხედავად ამისა, ჰარისონმა გააგრძელა სამსახიობო კარიერა და 50-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ის ვარსკვლავური ომების ნამდვილი ვარსკვლავია.

წარმატებული ადამიანები, რომლებიც კარიერის დასაწყისში უარყვეს

ერთ საღამოს, როდესაც ფორდი ვახშმობდა, მიმტანმა ბარათი მიუტანა. ბარათი იმ ადამიანისგან იყო, რომელმაც უთხრა რომ მსახიობობა არ გამოსდიოდა.

„მე ფსონი არასწორად დავდე“, - ეწერა ბარათზე.



<a href="http://time.com">http://time.com</a>