სტილი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გორგოლაჭებზე ივ სენ ლორანისგან - 2017 წლის შემოდგომის ტრენდი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გორგოლაჭებზე ივ სენ ლორანისგან - 2017 წლის შემოდგომის ტრენდი

დიზაინერები ზოგჯერ გვთავაზობენ ისეთ პროდუქტს, რომელიც ვიცით, რომ არ შეესაბამება ჩვენი ცხოვრების წესს და ვერასოდეს გამოვიყენებთ.

მიუხედავად ამისა, ადამიანთა ნაწილი მაინც სიამოვნებით და სიხარულით ვიხდით სრულიად გამოუსადეგარ სამოსში თანხას.

ამჯერად ივ სენ ლორანი გვთავაზობთ ისეთ რამეს,რის შესახებაც ალბათ დამაჯერებლად ვერასოდეს ვიტყვით, თუ რისთვის გვჭირდება.

წარმოგიდგენიათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა და გორგოლაჭების კომბინაცია? - დიახ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულ ქალებს დიზაინერი მეტი კომფორტისთვის სწორედ ასეთ ფეხსაცმელს სთავაზობს - ქუსლიანი ფეხსაცმელები გორგოლაჭებზე.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გორგოლაჭებზე ივ სენ ლორანისგან - 2017 წლის შემოდგომის ტრენდი

მოდის კრიტიკოსები წერენ, რომ ეს 2017 წლის შემოდგომის ტრენდია და არის ის, რაც ქალების შემოდგომის სურვილების სიაში უნდა იყოს.

ფეხსაცმლის ფასი 1 995 ევროა. შეიძლება ეს არ არის საუკეთესო ფასი, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს იქნება ყველაზე საინტერესო ფეხსაცმელი თქვენს გარდერობში.

თუმცა ვფიქრობთ,რომ რამდენიმე ჭიქა კოქტეილის მირთმევის შემდეგ, ამ ფეხსაცმელზე სიარული არც ისე უსაფრთხო იქნება.



<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>