სტილის 10 საშინელი შეცდომა, რომელსაც ქალების აზრით მამაკაცები უშვებენ
- 09.08.2017
როდესაც საქმე მოდასა და სტილს ეხება, ქალების აზრით, მამაკაცები ხშირად შეცდომებს უშვებენ და ზოგიერთ მათგანს აღმაშფოთებლად მიიჩნევენ. იმის გასარკვევად, თუ რა მიაჩნიათ ქალებს სტილის შეცდომად, ჩაატარეს გამოკითხვა.
გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს - სტილის 10 შეცდომა, რომელსაც ქალების აზრით მამაკაცები უშვებენ:
1. კლასიკური შორტები - ქალების უმეტესობა თვლის, რომ ასეთ შარვალში მამაკაცის ვიზუალი არ არის მომხიბვლელი და სასაცილოდაც კი გამოიყურება. ამის ნაცვლად სჯობს ჩვეულებრივი, სპორტული შორტები ჩაიცვათ.
2. ძალიან ფართე ჯინსები - ასეთი შარვლები 90-იან წლებში იყო მოდაში, ახლა სხვა დროა. ამიტომ უმჯობესია, თუ თქვენი ზომის ჯინსს ჩაიცვამთ.
3. არ არის საჭირო თავზე რაიმე აქსესუარის გამოყენება - ბარონის, „ქაუბოის“ ქუდები, ან რაიმე მსგავსი. ახლა 2017 წელია და განსხვავებული სტილია მოდაში. უმჯობესია, თავზე საერთოდ არაფერი დაიფაროთ.
4. ნუ გაიზრდით ძალიან წვერს - ეს საშინელებაა. იმ მამაკაცების უმეტესობას, რომლებიც დიდ წვერს ატარებენ, მოუვლელი წვერი აქვთ. უმჯობესია, თუ დაბალზე გექნებათ, ან მთლიანად გაიპარსავთ. ლამბერსექსუალურობა მოდიდან უკვე გადავიდა.
5. მხედველობის „მატყუარა“ სათვალე - მხედველობის სათვალე მან უნდა გაიკეთოს, ვისაც ნამდვილად სჭირდება. ერთ-ერთი ქალი ამბობს, რომ მისი ყოფილი პარტნიორი ატარებდა მხედველობის სათვალეს, მაშინ როცა საერთოდ არ სჭირდებოდა და იდიოტს ჰგავდა.
6. მაღალყელიანი წინდები სანდლებზე - განსაკუთრებით საშინელებაა მაღალყელიანი თეთრი წინდებისა და თეთრი სანდლების კომბინაცია, ამბობს გამოკითხვის მონაწილე ერთ-ერთი ქალი. უმჯობესია, თუ მოკლე ყელიან წინდას ჩაიცვამთ.
7. არ ჩაიცვათ მაისური, რომელიც კაბასავით გაქვთ - უმჯობესია ჩაიცვათ თქვენი ზომის მაისური.
8. შეეშვით ნაკეცებიან კლასიკურ შარვლებს - არჩევანი შეაჩერეთ თქვენი ზომის კლასიკურ შარვალზე, რომელიც ბოლოში ვიწროვდება.
9. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ სამოსი თქვენი ზომის იყოს - ნუ ჩაიცვათ სამოსს, რომელიც ძალიან პატარა, ან ძალიან დიდი გაქვთ. არ ვხუმრობთ. ყველაზე მომხიბვლელად გამოყურებით სამოსში, რომელიც ზუსტად თქვენი ზომისაა.
10. დაივიწყეთ პერანგი წარწერებითა და სხვადასხვა გრაფიკული გამოსახულებებით - ასეთი სამოსი ქალების უმეტესი ნაწილის აზრით არ არის მომხიბვლელი და მამაკაცი, რომელიც მას ატარებს სასაცილოდ გამოიყურება. არჩევანი შეაჩერეთ სადა პერანგზე.
თემები: სტილი, მამაკაცები, ჩაცმულობა
<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>