სიმსივნის 11 ნიშანი, რომლებსაც ადამიანები უგულებელყოფენ - როგორ უნდა გამოავლინოთ დაავადება საწყის სტადიაში?
- 10.08.2017
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადება, რომელსაც ადამიანების ნაწილი ებრძვის, სიმსივნეა. არსებობს სიმსივნის ადრეული, გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ და უნდა მიმართოთ ექიმს.
გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, როცა ორგანიზმს რაიმე ცვლილებას შეატყობთ, რათა დადგინდეს დროული დიაგნოზი და გადადგათ პრევენციული ნაბიჯები. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს კიბოს ადრეული ნიშნების დადგენას.
გთავაზობთ 11 ნიშანს, რომელიც სიმსივნის ადრეულ გამოვლენაში დაგეხმარებათ. თუ აქედან რომელიმე ნიშანი შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს:
1. იცვლება კუჭის მოქმედება - დიეტა არ არის ერთადერთი, რაც გავლენას ახდენს ამ საკითხზე. თუ შეამჩნიეთ, რომ ხშირი დიარეა და კუჭის მოქმედება დარღვეული გაქვთ, შეიძლება საქმე გქონდეთ საჭმლის მომნელებელი ორგანოების სიმსივნესთან, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ყოველივეს თან ახლავს მუცლის ღრუში დისკომფორტი.
2. შარდის ცვლილება - ეს შეიძლება მიუთითებდეს პროსტატაზე, შარდის ბუშტის კიბოზე.
3. იარა სხეულზე - ეს შეიძლება იყოს კანის სიმსივნის ინდიკატორი. თუ სხეულზე რაიმე მსგავსი შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
4. სისხლდენა - მოშარდვის დროს სისხლდენა, ან ხველის დროს პირიდან სისხლდენა, არ არის კარგი ნიშანი. ეს შეიძლება სიმსივნეზე მიუთითებდეს, ამიტომ მიმართეთ ექიმს.
5. უჩვეულო გამონაყარი სხეულზე - ასეთი რამ ადამიანის უმეტესობას ალბათ ჰქონია სხეულზე, თუ აღმოაჩინეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
6. დისპესია, საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა - ეს შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნის ნიშანი, განსაკუთრებით თუ მას ახლავს მუცლის ტკივილი, დისკომფორტი და გაქვთ ყლაპვის პრობლემა.
7. იცვლება ხალები, ან ჭორფლი - თუ გაქვთ ხალი, ან ჭორფლი და შეამჩნიეთ ცვლილება, ზრდა, გამრავლება და ა.შ. ეს შეიძლება კიბოს ნიშანი იყოს.
8. იცვლება კანი - თუ შეამჩნიეთ, რომ კანი წითელი, ყვითელი, ან მუქი გახდა, ეს შეიძლება სიმსივნის ნიშანი იყოს, თუმცა ყოველთვის სიმსივნეზე არ მიუთითებს. დასარწმუნებლად მიმართეთ ექიმს.
9. დისკომფორტი - თუ მუდამ უჩივით ტკივილს ზურგის არეში, ან თავის გამუდმებულ ტკივილს, ეს შეიძლება სიმსივნის ნიშანი იყოს.
10. წონის დაკარგვა - თუ შენიშნეთ, რომ წონაში დაიკელით მაშინ, როცა არც ვარჯიშობთ და არც დიეტაზე ხართ, ეს შეიძლება სიმსივნის ნიშანი იყოს. ამერიკელი მედიკოსები ამბობენ, რომ პაციენტების უმეტესობაში სიმსივნე წონის დაკარგვით იწყება.
11. ხველა - მუდმივი ხველა და ყელის ტკივილი სასუნთქი ტრაქტის სიმსივნის ინდიკატორი, ყელის, ან ფილტვის სიმსივნის ნიშანი შეიძლება იყოს. თუ შენიშნეთ, რომ ასეთი რამ რეგულარულად გემართებათ, არ დატოვოთ უყურადღებოდ და აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თემები: სწორი კვება, პრობლემები, ჯანმრთელობა, რჩევები, სიმსივნე
<a href="http://www.providr.com">http://www.providr.com</a>