თუ ნამდვილი სიყვარული უკვე იპოვეთ - გილოცავთ! ეს დიდი ბედნიერებაა, მაგრამ თუ ჯერ ისევ მის ძიებაში ხართ, თქვენ სხვადასხვა კატეგორიის მამაკაცებთან გიწევთ შეხვედრა.
გთავაზობთ 5 ტიპის პიჭებს, რომლებსაც იმ ერთადერთის ძიებაში შეხვდებით და გირჩევთ მათ მალევე გაეცალოთ:
1. ყურადღების მაძიებლები - ეს კატეგორია ყოველთვის ყურადღებას ითხოვს. მაგ: აუცილებლად უნდა შეუფასოთ სამოსი, ვიზუალი, უთხრათ კომპლიმენტები. მალე აღმოაჩენთ, რომ ის თქვენი მეგობრებისგანაც მსგავს დამოკიდებულებას ითხოვს.
როცა მეგობრებს ესაუბრებით და ისიც ამ დროს თქვენ გვერდითაა, ვერ იტანს თქვენს მეგობრებს, რადგანაც მიიჩნევს, რომ მეგობრების გამო მას ყურადღება მოაკელით. ასეთი ბიჭები ენერგოვამპირები არიან და ამავდროულად მათ მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ. უმჯობესია, რომ ადრე თუ გვიან მათ გაეცალოთ და ნამდვილი სიყვარულის ძებნა გააგრძელოთ.
2. ეჭვიანი - თავდაპირველად ფიქრობთ, რომ ის თქვენთვისააა შექმნილი. საოცრად ყურადღებიანია, მთლიანად კონცენტრირებულია თქვენზე. ყოველ სამ წუთში მესიჯს გიგზავნით და ვერ იტანს, როცა შეამჩნევს, რომ სხვა ბიჭმა შემოგხედათ.
მალე შეამჩნევთ, რომ ის გიკრძალავთ საუკეთესო მეგობარ ბიჭთან საუბარს. თუ გოგონები იკრიბებით აღმოაჩენთ, რომ ის გითვალთვალებთ. დიდი ალბათობით სავარჯიშოდაც კი არ გიშვებთ მარტოს.
უმჯობესია, თუ მალევე ამოიცნობთ მის ნამდვილ სახეს და გაეცლებით.
3. ქედმაღალი - ამ ტიპის ბიჭები გიჩენენ განცდას, რომ თქვენ არ ხართ საკმარისად კარგი. ის იწყებს თითქოს მარტივი შენიშვნებით. გეუბნებათ, რომ თქვენი ფეხსაცმელი კაბას არ შეესაბამება. გიწუნებთ გემოვნებას. შენიშვნები პერმანენტულ ხასიათს იღებს.
რეალურად, ასეთ მამაკაცებს დაბალი თვითშეფასება აქვთ და ცდილობენ, რომ მის გვერდით მყოფ გოგონასაც თვითშეფასება დაუქვეითონ. გაეცალეთ ასეთ ბიჭებს ახლავე.
4. საუკეთესო მეგობარი - თქვენ შეიძლება ერთმანეთს წლებია იცნობთ. ის გიცნობთ ყველაზე კარგად და თვლით, რომ შეგიძლიათ უთხრათ ყველაფერი. უცებ გიჩნდებათ კითხვა - რატომ არ შეიძლება რომ ის იყოს ჩემი ნამდვილი სიყვარული?
შეიძლება ერთად იცინოდით და ბევრი სასიამოვნო მოგონება გაკავშირებით, მაგრამ მეგობრობა სულ სხვა გრძნობაა, სიყვარული სხვა. ყველაზე მნიშვნელოვანია მოუსმინოთ გულს და შემდეგ ესაუბროთ ერთმანეთს გრძნობების შესახებ. შესაძლოა, თქვენგან მართლაც დადგეს კარგი წყვილი, მაგრამ ამის შანსი მცირეა.
ხშირად ასეთ ურთიერთობებში ბალანსი არ არსებობს. კონფლიქტის დროს ის ყოველთვის მართალია და მალე აღმოაჩენთ, რომ საერთოდ აღარ გსურთ მისი დანახვა.
5. მლიქვნელი - ამ კატეგორიის ბიჭი არც ისე მარტივი ამოსაცნობია. როგორც წესი, ურთიერთობის საწყის ეტაპზე ის ძალიან საყვარელია. საოცარ სიტყვებს გეუბნებათ, გიყვებათ თავისი ოჯახის შესახებ, თავის ყოფილ პარტნიორებზე, გესაუბრებათ ოცნებებზე, ასევე მიყავხართ თავის მეგობრებთან წეულებაზე, სახლში გაცილებთ. მოკლედ, თავს მეცხრე ცაზე გრძნობთ.
მალე აღმოაჩენთ, რომ რაღაც შეიცვალა. არ მოგყვებათ მეგობრებთან. იშვიათად გნახულობთ. ამჯობინებს, რომ მთელი დღე თქვენ გარეშე გაატაროს. ამ პერიოდში თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ მისი საქციელი ნორმალურია და ამბობთ, რომ ვერ იტანთ ერთმანეთზე მიწებებულ ადამიანებს.
ნუ მოიტყუებთ თავს. თუკი ასეთი რამ შეამჩნიეთ, გაიქეცით მისგან და უკან არასოდეს მიიხედოთ. იცოდეთ, რომ ბიჭი, რომელსაც ნამდვილად მოსწონხართ აუცილებლად მოისურვებს თქვენთან ერთად დროის გატარებას.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები