ტერმინი “კარგი ლიდერი” თავის თავში ბევრ რამეს აერთიანებს. კარგი ლიდერის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია ის, თუ როგორ შეუძლია მას თანამშრომლების მოტივირება და სამსახურში ბედნიერი გარემოს შექმნა, რაც კომპანიის წარმატების წინაპირობაა.
ლიდერებმა ხელი უნდა შეუწყონ თანამშრომლებს, რომ უფრო მკაფიოდ დაინახონ თავიანთი შინაგანი მიზნები, ამის გაკეთება კი მარტივი დიალოგების საშუალებითაა შესაძლებელი.
გთავაზობთ კითხვებს, რომლებიც ლიდერმა თანამშრომლებს უნდა დაუსვას:
1. რისი კეთება გამოგდის სამსახურში ყველაზე კარგად, რა მიმართულებით ხარ უფრო ძლიერი? - ასევე ჰკითხეთ სამუშაოს რომელი აქტივობა მოითხოვს ნაკლებ ძალისხმევას, რატომ ფიქრობს, რომ რაღაც კონკრეტული მიმართულებით არის საუკეთესო - მსგავსი კითხვების დასმის იდეა ისაა, რომ დასაქმებულმა მოახდინოს იდენტიფიცირება თავისი ძალის, უპირატესობის და დაინახოს შესაძლებლობები.
2. რა განიჭებს სიამოვნებას? - ასევე ჰკითხეთ, ჩვეულებრივი სამუშაო კვირის დროს, რის გაკეთებას გეგმავს, რა აქვს კალენდარში ისეთი, რაც ენრგიისა და ძალების მოკრებაში დაეხმარება. ჰკითხეთ, სამსახურის გამო შეზღუდვა რომ არ ჰქონდეს, როგორ დახარჯავდა დროს. მსგავს კითხვებზე პასუხი დაეხმარება ადამიანს, დაინახოს რა მოსწონს სამსახურში, ზოგადად რისგან იღებს ცხოვრებაში სიამოვნებას და რა არის პრიორიტეტი.
3. გაწეული სამუშაოდან რომელი მოგწონს ყველაზე მეტად? - ჰკითხეთ შესრულებული სამუშაოდან, რომლით ამაყობს ყველაზე მეტად, რა არის მისი ცხოვრების პრიორიტეტი და რამდენად ეთავსება სამსახური და ცხოვრებისეული პრიორიტეტები ერთმანეთს. ამ კითხვებზე პასუხი ააშკარავებს, კონკრეტული სამუშაო რამდენად ღირებულია მისთვის.
4. რა უქმნის წინსვლის იმპულსს? - ჰკითხეთ ასევე რა ისწავლა ისეთი, რაც სამომავლოდ გამოადგება სამსახურში წინსვლისთვის და როგორ წარმოუდგენია მომავალი. მსგავსი კითხვების მიზანია, რომ დაანახოთ თანამშრომლებს მომავალი მიზნები და თავად დაინახონ განვითარების პერსპექტივა.
5. როგორ ურთიერთობა გაქვთ ადამიანებთან? - დაინტერესდით რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობისას და რამდენად შეუძლია კავშირების დამყარება.
ეს კითხვები ხელს უწყობენ ადამიანებს, რომ დაიფქრდნენ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური კავშირები და იზრუნონ ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავებისთვის.
თემები: სამსახური, რჩევები, ლიდერი, ლიდერი ქალი, დამსაქმებელი, ვაკანსია
<a href="https://hbr.org">https://hbr.org</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია