საუკეთესო მოდური ონლაინ გამოცემები ქალებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ მოდური ბლოგერების მსგავსად გამოიყურებოდნენ
- 22.08.2017
ქალების დიდ ნაწილს სურს იცოდეს, როგორ ჩაიცვას, როგორი მაკიაჟი გაიკეთოს, ან როგორ გადაიღოს ფოტოები ისე, რომ მოდური ბლოგერების მსგავსად გამოიყურებოდეს.
გთავაზობთ საუკეთესო მოდურ ვებ-საიტებს, რომლებიც საკუთარი სტილის შექმნაში და მოდის ტენდენციების გაგებაში დაგეხმარებათ.
1. Vogue - აქ გაეცნობით მოდის უახლეს ტენდენციებს, პოპულარული ადამიანების ჩაცმის სტილს, ნახავთ ფოტოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოდის კვირეულებიდან და ა.შ. (Vogue.com).
2. Glamour - გამოცემა გვთავაზობს უამრავ მასალას მოდაზე, გვთავაზობს სტილის ახალ იდეებს, ვარცხნილობების და მაკიაჟის ტენდენციებს (Glamour.com).
3. Instyle- ეს არის წამყვანი ვებ გვერდი, რომელიც ვარსკვლავების სტილზე აკეთებს აქცენტს. აქ წაიკითხავთ ექსპერტების რჩევებს და სილამაზის რეცეპტებს ვარსკვლავებისგან (Instyle.com).
4. Seventeen - ვებ-გვერდი თინეიჯერებისთვისაა განკუთვნილი და შესაბამისად, თინეიჯერებს ასაკის შესაბამის მოდურ ტენდენციებს შეუძლიათ ამ საიტზე გაეცნონ(seventeen.com).
5. Elle - აქ ნახავთ წითელ ხალიჩაზე საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს, ასევე გაეცნობით პოპულარული ადამიანების ქუჩის სტილს და მოდის ტენდენციებს (elle.com).
6. WhoWhatWeare - აქ ნახავთ ფოტოებს მაღალი მოდის პოდიუმებიდან და მიიღებთ რჩევებს მოდის ექსერტებისგან (whowhatwear.co.uk).
7. Asos - ვებ გვერდზე ნახავთ ტრენდულ სამოსს როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. აქ შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ როგორც სამოსი, ასევე სამკაული და სხვადასხვა აქსესუარი (asos.com).
ბონუსი - და რა თქმა უნდა,Trend.Ge, ონლაინ გამოცემა, რომელიც მკითხველს მრავალფეროვან მასალას სთავზობს - აქ გაეცნობით თანამედროვე მოდის ტენდენციებს, ცნობილი ადამიანების ჩაცმის სტილს, ქუჩის მოდას, ნახავთ მოდურ ვარცხნილობებს, ტრენდულ მაკიაჟს. ამასთანავე Trend გთავაზობთ ფსიქოლოგიურ რჩევებს. ჩვენ ვწერთ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე და გთავაზობთ მათი გადაჭრის გზებს. “ტრენდი“ თანამედროვე, ძლიერი, მოდური და საქმიანი ქალების საკითხავია.
თემები: სტილი, სად რა ჩავიცვა, ელეგანტურობა, ქალები
<a href="http://fashion.allwomenstalk.com">http://fashion.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია