თუ ცხოვრების შეცვლა გსურთ, დაიწყეთ ახლავე - 6 რჩევა გარდამტეხი ცვლილებებისთვის
- 23.08.2017
ცლილება და ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. როდესაც სიღრმისეული ცვლილებების შესახებ ვფიქრობთ, ხშირად ეს შორეულ ოცნებას ჰგავს. ცხოვრება მიედინება და ვთვლით, რომ ყველაფერი უკვე ძალიან გვიანია და არაფერს ვაკეთებთ ცვლილებისთვის. ვიღებთ ყველაფერს ისეთს, როგორიც არის. შეიძლება ეს ეხებოდეს კარიერას, ფინანსებს, ასევე პირად ცხოვრებას.
ნაცვლად იმისა, რომ ერთი და იგივე რუტინული დღეები გქონდეთ, სჯობს გააანალიზოთ, რომ შეგიძლიათ ყველაფერი შეცვალოთ, შეგიძლიათ იყოთ უფრო ბედნიერი და უფრო წარმატებული. დაიწყეთ დღესვე.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრება ძირეულად შეცვალოთ. გარწმუნებთ, რომ თუ მოინდომებთ, ყველაფერი შესაძლებელია:
1. იმუშავეთ დღეს უკეთესი მომავლისთვის - იმისთვის, რომ მომავალში გახდეთ უკეთესი, იყოთ წარმატებული - პრაქტიკა გჭირდებათ. ლიდერობის ექსპერტის, პიტერ ბერგმანის მიხედვით, საჭიროა რომ დახარჯოთ დრო მომავალი წარმატებისთვის, მაშინაც კი,თუ ახლა, ამ წუთას თვლით, რომ ძალიან დაკავებული ხართ და მომავალზე ფიქრისთვის დრო არ გაქვთ“.
შეიძლება წონაში დაკლება გსურთ, ან ბიზნესის დაწყება გინდათ, ნუ დაელოდებით ყველაფერი თავისით როდის შეიცვლება. დაიწყეთ მიზნისთვის ბრძოლა ამ წამიდან. დაალაგეთ პრიორიტეტები, დაგეგმეთ მომავალი და დაიწყეთ მასზე ზრუნვა დღესვე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაკავებული ხართ.
2. შექმენით ბედნიერი ცხოვრება - შეიძლება ბედნიერება აბსტრაქტულ კონცეპტად გეჩვენებათ, მაგრამ რეალურად ყველა ადამიანს შეუძლია აქციოს ცხოვრება ბედნიერად.
სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ადამიანს შეუძლია თავის ცხოვრების გარშემო ბედნიერება შექმნას.
ნაცვლად იმისა, რომ აბსტრაქტულად წარმოიდგინოთ ბედნიერება, დაწერეთ - როცა ხართ ბედნიერი, რას აკეთებთ, რატომ გხდით ეს კონკრეტული საქმე ბედნიერს. შეცვალეთ თქვენი მიზნები იმის შესაბამისად, რაც ბედნიერს გხდით და აქციეთ ცხოვრება ბედნიერად.
3. თუ კონკრეტული საქმე წარუმატებელია, სცადეთ რამე სხვა - თუ ცდილობთ მიაღწიოთ წარმატებას რაიმე საქმეში და არ გამოდის, ან არ გხდით ეს საქმე ბედნიერს, დროა სცადოთ რაღაც სხვა. ეს არ ნიშნავს რომ ხელმოცარული ხართ. ეს ნიშნავს, რომ ხართ ჭკვიანი. შეგიძლიათ გააანალიზოთ, გაიაზროთ, რომ ცვლილების დროა, შეგიძლიათ დაინახოთ სხვა შესაძლებლობებიც და იზრუნოთ ბედნიერი ცხოვრებისთვის.
4. მუშაობის დროს სულ ცოტა 10 წუთით შეისვენეთ - აუცილებლად შეისვენეთ, აივსეთ ახალი ენერგიით და გამოაცოცხლეთ გონება. მეცნიერები ამბობენ, რომ მცირე შესვენება ტვინისთვის გადატვირთვის ღილაკის ექვივალენტია. ის ანადგურებს სტრესს და გაძლევთ ახალ პერსპექტივას, რომ შეცვალოთ რაიმე. მკვლევარები ასევე ამბობენ, რომ დადებით ეფექტს ახდენს ადამიანზე მედიტაცია და სეირნობა სუფთა ჰაერზე.
5. თქვენ ხართ ისეთი, როგორი ადამიანებიც გყავთ გარშემო - ალბათმშობლები სკოლის პერიოდში გეუბნებოდნენ, რომ არ გემეგობრათ ამა თუ იმ ბავშვთან, ვინაიდან ისინი ცუდი ყოფაქცევით, ან რაიმე სხვა ნეგატიური ნიშნით გამოირჩეოდნენ. შესაძლოა, არ მოგეწონოთ რასაც ახლა გეტყვით, მაგრამ ეს სწორი მიდგომაა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანი ემსგავსება იმ ადამიანებს, რომლებიც გარშემო ჰყავს. ამიტომ მკვლევარები გვირჩევენ, რომ გარშემო შემოვიკრიბოთ მხოლოდ პოზიტიური ადამიანები. ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენც პოზიტიურად შევხედოთ ცხოვრებას და დავინახავთ, რომ ასეთ შემთხვევაში ცხოვრება უფრო მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს.
შეიძლება არც ისე მარტივია, რომ ნეგატიურ ადამიანებს აარიდოთ თავი, როცა ისინი მეგობრები და კოლეგები არიან. თუ არ შეგიძლიათ ასე მოქცევა, უმჯობესია იპოვოთ ახალი სამსახური და შექმნათ ახალი სოციალური წრე. შედეგი თავადაც გაგაკვირვებთ.
6. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც გაშინებთ - „ყოველ დღე გააკეთე ერთი ისეთი რამ, რაცგაშინებთ“, - ამბობდა ელეონორ რუზველტიდა ის მართალია - ცვლილებისა და წარმატების მიღწევის გზა კომფორტის ზონის დატოვებაა. ეს ეხება ყველაფერს. დავუშვათ ვინმეს გაცნობა ძალიან გსურთ და ვერ ბედავთ. გადადგით ეს ნაბიჯი და უთხარით „გამარჯობა“.
იცოდეთ, რომ ყოველი ასეთი ნაბიჯი შიშის დაძლევისა და წარმატების მიღწევის გზაა.
არასოდეს არაა გვიანი ძირეულად შეცვალოთ ცხოვრება და გააკეთოთ ის, რაც ყოველთვის გსურდათ. წარმატება შეიძლება დღესვე არ მოვიდეს, მაგრამ ის აუცილებლად მოვა.
თემები: ბედნიერება, პრობლემები, ცხოვრება, რჩევები
<a href="https://www.thriveglobal.com">https://www.thriveglobal.com</a>