რა თვისების გამო ხდება ქალი მამაკაცისთვის მიმზიდველი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
- 23.08.2017
1. ვერძი - თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარული ხართ. ეძებთ გამოწვევებს. ხართ ბუნებით ლიდერი. გაქვთ უნარი შეუდარებლად დაგეგმოთ ექსპედიციები, მოგზაურობა. თქვენი მახვილი თვალი დეტალებზეა ორიენტირებული. უზრუნველყოფთ სხვების კომფორტს, სწორედ ამის გამო დაუვიწყარი ხართ და ადამიანებს არ სურთ თქვენგან შორს ყოფნა.
2. კურო - საუცხოო იუმორის გრძნობა გაქვთ და ადამიანებისთვის სასიამოვნოა თქვენ გვერდით ყოფნა. სწორედ თქვენი იუმორის გამო ხართ დაუვიწყარი.
3. ტყუპები - ნამდვილი მაგნიტი ხართ და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იზიდავთ ადამიანებს. შარმი, მომხიბვლელობა და ინტელექტი არის ის, რაც დაუვიწყარს გხდით.
4. კირჩხიბი - კირჩხიბებს დაუვიწყარს თავიანთი კეთილშობილება და უპირობო სიყვარულის უნარი ხდით. მათ ძალიან დიდი გული აქვთ და საყვარელი ადამიანებისთვის თავგანწირვაც კი შეუძლიათ,
5. ლომი - ეს არის ზოდიაქოს ნიშანი რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. ის მბრწყინავი ვარსკვლავია, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია. ყოველთვის მომხიბვლელი, მოწესრიგებული, თავდაჯერებული და დამოუკიდებელი - ესმას დაუვიწყარს ხდის.
6. ქალწული - იცით როგორ გამოხვიდეთ რთული სიტუაციიდან აღელვების გარეშე. ჩუმად, მაგრამ ჭკვიანურად მოქმედება შეგიძლიათ და თქვენი სიმშვიდის წყალობით აღწევთ სასურველს, ამიტომაც ხართ დაუვიწყარი.
7. სასწორი - თქვენ კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარით ხართ დაჯილდოებული. ხართ სასიამოვნო მოსაუბრე და ამასთანავე, გაქვთ სხვების დარწმუნების უნარი. გარშემომყოფებს ძალიან უყვარხართ გახსნილი ხასიათის გამო. შეგიძლიათ საუბრის საშუალებით ადამიანებს თავი მნიშვნელოვნად აგრძნობინოთ და ამიტომ სხვებისთვის დაუვიწყარი ხართ.
8. მორიელი - თქვენ განსაკუთრებით ქარიზმატული, ვნებიანი და სექსუალური ხართ. ერთი დანახვაც კი საკმარისია, რომ ადამიანის გონებაში სამუდამოდ დარჩეთ.
9. მშვილდოსანი - დიდი ალბათობით სამეგობროში „კლოუნის“ სტატუსი გაქვთ. გაქვთ ბუნებრივი უნარი, რომ გაართოთ ადამიანები და გააცინოთ. იცით საოცარი ისტორიები, რომელთა მოსმენაც არასოდეს ბეზრდებათ. ადამიანებს უყვართ თქვენთან ერთად ყოფნა. ამასთანავე იცით, როგორ ეურთიერთოთ სხვებს, რის გამოც ძალიან ბევრი მეგობარი გყავთ და საინტერესო ისაა, რომ ყველა მათგანი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული. ეს არის ის, რის გამოც დაუვიწყარი ხართ.
10. თხის რქა - დაუვიწყარს თავაზიანი მანერები, მოთმინების უნარი და საიმედოოება გხდით. ბუნებრივად გაქვთ ხასიათში შრომის სიყვარული და ოპტიმიზმით სავსე ხართ. ადამიანები კი ამას თქვენში მარტივად ამჩნევენ.
11. მერწყული - მთავარი თვისება, რომელიც მერწყულს აქვს, ეს არის უნიკალური უნარი დაამყაროს ურთიერთობა ადამიანებთან. მისი გონება სავსეა ოცნებებითა და მრავალფეროვანი იდეებით, რომელთაც სამყაროს შეცვლა შეუძლიათ. ყოველთვის მზად არიან დახმარების ხელი გაუწოდონ ადამიანებს - ამიტომაც ხართ დაუვიწყარი.
12. თევზები - თევზები ძალიან მგრძნობიარეები არიან და მათი უნიკალურობა სწორედ ამაში მდგომარეობს. გაქვთ მზრუნველი ბუნება და განიცდით ადამიანების ბედს. გიყვართ სრულიად უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების მოსმენა, ამასთანავე ასეთი საუბრებით ცხოვრების შესახებ ბევრს სწავლობთ.
თემები: სექსი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები
<a href="http://www.cosmopolitan.in">http://www.cosmopolitan.in</a>